დეფიციტის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა. კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ინფორმაციით, დღეიდან, 3 თებერვლიდან, მოსახლეობას ენერგომომარაგება დღე-ღამეში 4 საათით შეუწყდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
„3 თებერვლიდან ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა დაწესდება რესპუბლიკის ყველა რაიონში. შუქი დღისით და ღამით ორ-ორი საათით გამოირთვება“, - აცხადებს კომპანია და 3-დან 5 თებერვლის ჩათვლით ქვესადგურების გათიშვის განრიგსაც აქვეყნებს.
ენერგეტიკის სფეროში არსებული პრობლემები 2 თებერვალს ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განიხილეს. „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა, თემურ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მისი ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის უფასო მიწოდება 5 თებერვალს დასრულდება.
ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ე.წ. მინისტრმა ჯანსუღ ნანბამ აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის პერიოდული გათიშვა იძულებითი ღონისძიებაა, რასაც ბევრი მიზეზი აქვს. მათ შორის არის მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გადასახადების აკრეფის პრობლემა, წყლის კრიტიკულად დაბალი დონე ენგურჰესის ჯვარის წყალსაცავში, როსტოვის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ენერგობლოკის გეგმიური შეკეთება და გენერატორის ავარიული გამორთვა რუსეთის სამხრეთში, საიდანაც აფხაზეთი დამატებით ელექტროენერგიას იღებს.
შეხვედრაზე კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგთან ბრძოლის შედეგებიც განიხილეს. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, 2023 წელს აფხაზეთში მაინინგის სულ 3284 აპარატი ამოიღეს - მათ შორის ყველაზე მეტი ოჩამჩირისა (892) და გაგრის (870) რაიონებში, ასევე, სოხუმში (505).
