სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 9 ივნისს გაიმართება. თარიღი დღეს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა დაამტკიცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ცნობით, წელს მერვე მოწვევის პარლამენტს აირჩევენ, რომლის უფლებამოსილების ვადა 5 წელია იქნება. არჩევნები პროპორციულ-მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.
ოკუპირებულ ცხინვალში წინა საპარლამენტო არჩევნები 2019 წელს გაიმართა. შედეგად ე.წ. მმართველმა პარტიამ, „ერთიანმა ოსეთმა“ 34 მანდატიდან 14 მიიღო, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კომუნისტურმა პარტიამ“ - ერთი მანდატი მოიპოვა, პარტიამ „ხალხის ერთობა“ - 3, პარტიამ „ნიხას“ - 4, „სახალხო პარტიამ“ კი - 5 მანდატი. გარდა ამისა, პარლამენტში 7 დამოუკიდებელი დეპუტატი შევიდა.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობს.
