უკრაინაში მიმდინარე ომში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან კიდევ ერთი ახალგაზრდა დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, დადასტურდა 21 წლის მოხალისის - ტამერლან ოსტაევის სიკვდილის შესახებ ცნობები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
„26 სექტემბერს, ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ოსტაევი იყო, მტრის ჩასაფრებაში მოჰყვა. ამის მიუხედავად, ახლობლებს ბოლომდე ჰქონდათ იმედი, რომ ის ცოცხალი იყო ან ტყვეობაში იმყოფებოდა“, - წერს ჟურნალისტი არზუ მამედოვა.
ტელეკომპანია „კრილია ტვ-ის“ ცნობით, დღეისთვის არსებული მონაცემებით, უკრაინაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 18 და ჩრდილოეთ ოსეთის 152 მცხოვრები დაიღუპა. გამოცემა „ეხო კავკაზა“ კი წერს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკიდან უკრაინაში საომრად წასული სულ მცირე 20 ადამიანია დაღუპული.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სურვილს ასახელედბდა, „ოპერაციის“ მიზნებად კი უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას. აგვისტოს ბოლოს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ NATO-ში შესვლაზე უარის თქმა აღარ წარმოადგენდა უკრაინაში ომის შეწყვეტისთვის საკმარის პირობას. 23-27 სექტემბერს, რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ფსევდორეფერენდუმები ჩაატარა, 30 სექტემბერს კი ეს ოლქები რუსეთის ტერიტორიულ სუბიექტებად გამოაცხადა. 11 ნოემბერს უკრაინამ ხერსონზე კონტროლი დაიბრუნა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანახმად, დღემდე, რუსეთმა 112 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა. რუსეთი საკუთარი დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ აქვეყნებს. უკრაინული მხარის მონაცემებით, ომს 16 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ყველაზე დიდი მსხვერპლი დონეცკის ოლქში ფიქსირდება, სადაც, უკრაინის თანახმად, 4746 მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული.
![საქართველოს ამბები](/images/a2.png#joomlaImage://local-images/a2.png?width=80&height=80)