ყაზბეგში, მყინვარწვერზე ორი მთამსვლელის ცხედარი იპოვეს. რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც მწვერვალზე სავარაუდოდ რუსეთის მხრიდან ადიოდნენ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შაბათს ჩამოასვენა. მათი ვინაობა უცნობია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
ყაზბეგის მერის, ბაკურ ავსანჯარიშვილის თქმით, შესაძლოა, მთამსვლელები ამინდის გაუარესების დროს დაიღუპნენ.
„მყინვარზე, წვერზე ასასვლელში, სხვა მიმავალმა მთამსვლელმა იპოვა ჯერ ერთის ცხედარი, ხოლო შემდეგ, თოკს რომ გაჰყვა, მეორესი. ორი დღით ამინდი გაუარესდა და ეტყობა, მაშინ დაიღუპნენ. ორი დღის წინ ჩამოასვენეს ვერტმფრენით. მაშინ არ იყო ცნობილი, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ გარდაცვლილები. დიდი ალბათობით, ისინი მწვერვალზე რუსეთის მხრიდან ადიოდნენ, რადგან ჩვენი მხრიდან იმ პერიოდში არავინ გასულა“, - უთხრა ყაზბეგის მერმა „საქართველოს ამბებს“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
მყინვარწვერის სიმაღლე ზღვის დონიდან 5054 მეტრია. მწვერვალზე ასვლას საშუალოდ 7 საათი სჭირდება. 3656 მეტრზე მეტეოსადგური, ე.წ ბეთლემის ქოხი მდებარეობს, რომელსაც მთამსვლელები საბაზო ბანაკადაც იყენებენ. რუსეთის მხრიდან მწვერვალზე ასვლას რამდენიმე დღე სჭირდება.
