რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა გროზნოში, „სამხრეთ ოსეთის კულტურის დღეების“ დახურვის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 6 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
კადიროვმა გაგლოევს მადლობა გადაუხადა გროზნოში პირადად ჩასვლისთვის და დააჯილდოვა მედლით - „ჩეჩნეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების 100 წელი“. როგორც მან აღნიშნა, სამხრეთ ოსეთსა და ჩეჩნეთს ხანგრძლივი კულტურული კავშირები გააჩნიათ
„სამხრეთ ოსეთის ხალხის კულტურა თვითმყოფადი და უნიკალურია. ცოტა ხნის წინ, ცხინვალში, ჩვენი რესპუბლიკისადმი მიძღვნილი კულტურის დღეები ჩატარდა. ამ ღონისძიებების წაყალობით, ამ ჩვენ უფრო მეტს ვსწავლობთ სხვა ხალხის ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე: შემოქმედებითობის, მუსიკის, თეატრისა და ცეკვის მეშვეობით“, - განაცხადა კადიროვმა.
ალან გაგლოევის თქმით, გაცვლითი კულტურული ღონისძიებები ჩეჩენ და ოს ხალხებს შორის ძმური ურთიერთობის დასტურია:
„ასეთი ღონისძებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ოსი და ჩეჩენი მებრძოლები მხარდამხარ წინააღმდეგობას უწევენ დასავლეთს, რომელიც ცდილობს რუსეთის გაყოფას და მისი ხალხების ერთმანეთთან დაპირისპირებას ფსევდო-ღირებულებების თავს მოხვევით“.
დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, რამზან კადიროვის გადაწყვეტილებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ჩასული შემოქმედებითი კოლექტივები ფულით დაჯილდოვდნენ: კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მილიონი, ხოლო გალაევის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა „სიმდმა“ 2 მილიონი რუბლი მიიღო.
ალან გაგლოევი და დე ფაქტო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ჩეჩნეთში 15-16 მაისს იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში გაგლოევმა ქალაქ გუდერმესში მდებარე რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტი დაათვალიერა. როგორც მან თქვა, განიხილავს შესაძლებლობას, რომ უნივერსიტეტში საკუთარი მომზადების დონის ამაღლება სამხრეთ ოსეთის მებრძოლებმაც შეძლონ.
