საქართველოს პარლამენტი 6.7 მილიონ ლარად 60 ახალი ავტომობილის ყიდვას გეგმავს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომობილები უნდა იყოს არაუადრეს 2024 წლის გამოშვების, სედანი, ჰიბრიდული და ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
პარლამენტის აპარატის განცხადებით, ეს შესყიდვა აუცილებელია, რადგან საკანონმდებლო ორგანოს ავტოპარკი მოძველებულია, ხოლო ერთი ავტომობილის საშუალო გარბენი 300 000 კილომეტრს აღემატება. დღეის მდგომარეობით, პარლამენტის აპარატის ბალანსზე 89 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება ირიცხება.
„გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 6 712 230 ლარი, საიდანაც თავად ავტომანქანების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 5 557 800 ლარს, ხოლო დარჩენილი თანხა 1 154 430 ლარი წარმოადგენს 5-წლიან საგარანტიო პერიოდზე გათვლილ მომსახურების (საწვავი და ტექნიკური მომსახურება) საპროგნოზო ჯამურ ხარჯს“, - განაცხადეს პარლამენტის აპარატში.
ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის თქმით, პარლამენტში პერსონალური ავტომობილების ყოლა საბჭოთა გადმონაშთია და ეს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასთან შეუსაბამოა. დეპუტატის განცხადებით, „ქართული ოცნების“ 84 წევრიდან 50-ს ავტომობილი ემსახურება.
„საქართველოს პარლამენტი ალბათ არის მსოფლიოში ერთადერთი, როცა მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ყოველ მეორე წევრს ემსახურება პერსონალური ავტომობილი.
ავტომობილები ცვდება და მათი გამოცვლა რომ საჭიროა ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ის, რაც საქართველოს პარლამენტში ხდება, ყოველგვარ ზნეობრივ თუ ფინანსურ ლოგიკასაა მოკლებული. ეს ხდება მაშინ, როდესაც ნოემბრის თვიდან პარლამენტის რიგითი წევრის ხელფასი ორმაგდება და იგი 8 ათასი ლარი ხდება, ხოლო თანამდებობების მქონე დეპუტატების ხელფასი კიდევ უფრო მეტად იზრდება, რაც ზოგ შემთხვევაში 10 ათას ლარსაც კი გადააჭარბებს.
პერსონალური მანქანების საბჭოთა გადმონაშთი უნდა მოისპოს. ასეა ყველა სამინისტროში და სახელმწიფო დაწესებულებაში. ეს მით უფრო მიუღებელია ისეთი ქვეყნისათვის, რომლის მოსახლეობის მეოთხედი სიღატაკის გამო ან სახელმწიფო სოციალურ დახმარებას იღებს ან მისი მიღების რიგში დგას“, - თქვა რომან გოცირიძემ.
ახალი ავტომანქანები ექსპლუატაციაში 2025 წლიდან შევა და მომდევნო, მე-11 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს მოემსახურება.
