საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელიც 12:00 საათზე იყო დანიშნული, კვორუმის არარსებობის გამო ვერ დაიწყო. სხდომის გახსნისთვის 76 დეპუტატის რეგისტრაციაა საჭირო. პირველ ჯერზე მხოლოდ 71 დარეგისტრირდა, ხოლო მეორედ - 73. სხდომა 15:00 საათისთვის გადაიდო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
ოპოზიციიდან პლენარულ სხდომათა დარბაზში მხოლოდ „გირჩის“ და „ევროპელი სოციალისტების“ წევრები, ასევე, თეონა აქუბარდია და ტარიელ ნაკაიძე იმყოფებოდნენ. დანარჩენ ოპოზიციონერებს ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული.
თეონა აქუბარდია სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრების არდასწრებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გასულ კვირაში დაწესებულ სავიზო სანქციებს უკავშირებს.
„ამერიკის სანქციების შემდგომ პირველ სესიაზე „ქართულმა ოცნებამ“ კვორუმი ვერ მოაგროვა და პარლამენტის სესია ორჯერადი წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, ვერ შედგა. მიუხედავად იმისა, რომ შალვა პაპუაშვილო ბოიკოტის რეჟიმს უწუნებს ოპოზიციას, მან ნახა, რომ, როგორც ჩანს, საკუთარი გუნდის წევრებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან გასულები.
სხვა დეპუტატების პულტების გამოყენებას ჰქონდა ადგილი, რისი მტკიცებულებაც არის კვორუმის ფურცელზე. „ქართული ოცნება“ თავად არღვევს რეგლამენტს, იმიტომ რომ სიაში არსებული „ქართული ოცნების“ დეპუტატები, როლებსაც თითქოს დასწრება აქვთ პარლამენტის სხდომაზე, ფიზიკურად დარბაზში არ იმყოფებოდნენ,“ - განაცხადა აქუბარდიამ.
„ზოგადად, ძალიან გვინდოდა დღეს პოლიტიკური გამოსვლებით სარგებლობა, მაგრამ თან ვიცით, რომ 18 ლგბტ კანონია შემოტანილი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ძალიან უნდა რომ მიიღოს. თან უნდა, რომ მარტო თვითონ მიიღოს. არავინ უნდა, ასეთ წმინდა საქმეში გარიოს. გამოდიოდა, იმის გამო, რომ კვორუმი ჩვენი მონაწილეობით შედგებოდა, ჩვენ უნდა დავხმარებოდით „ქოცებს“ ლგბტ კანონის მიღებაში. ჩვენ ასეთი ინტერესი არ გვქონდა. ამიტომ, მოდი, გადავულოცოთ „ქართულ ოცნებას“ მარტო ეს საქმე. თვითონ შეაგროვონ საჭირო დეპუტაცია, თვითონ გაიარონ საკმარისი რეგისტრაცია და თვითონ დაუჭირონ მხარი“, - თქვა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.
ბიუროს დღევანდელ სხომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოვიდა ინიციატივით, მომავალი მოწვევის პარლამენტის რეგლამენტში ბოიკოტის საკითხი „უფრო ცალსახად გაიწეროს“. „ბოიკოტი იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას სამსახურში სიარული ეზარება და ამიტომ დაწეროს, რომ არ მოდის, ან ვიღაც არ მოსწონს ან რაღაც არ მოსწონს ან ცუდ ხასიათზეა ან რაღაც პოლიტიკური მიზეზები აქვს. ბოიკოტი გულისხმობს განსახილველი საკითხის გამო სხდომაზე არდასწრებას. თავისი არსით ეს უნდა გულისხმობდეს პლენარული სხდომის რაღაც მონაკვეთზე არდასწრებას, როდესაც ეს საკითხი განიხილება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ლელომ“ ბოიკოტი ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების გამო გამოაცხადეს.