პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის (მეურვეობის) კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა. კომისიის 9 წევრიდან 4 პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 რუსთავის ქარხნებთან მტვერში ტყვია, კადმიუმი და ქრომი ნორმაზე 24-ჯერ, 26-ჯერ და 30-ჯერ მეტია – კვლევა
- 6 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
საპარლამენტო საკონკურსო კომისიის წევრები არიან:
- დავით მაღლაფერიძე - რადიო „იმედის“ პროგრამების დირექტორი;
- მაკო ჯაოშვილი - მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი;
- გოდერძი შარაშია - ჟურნალისტი, ტელეკომპანია „იმედის“ დილის გადაცემა „იმედის დილის“ წამყვანი;
- ნინო მეუნარგია - ჟურნალისტი, რადიო „იმედის“ გადაცემის „ჩვენ აქ ვართ“ წამყვანი და ავტორი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებების დამცველი;
- ოთარ ტატიშვილი - კინომსახიობი, რადიო და ტელე წამყვანი, ტელეკომპანია „იმედის“ დილის გადაცემა „იმედის დილის“ წამყვანი, ექიმი, პროფესორი;
- ნინო კაკულია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალ „თბილისის“ რედაქტორი, ჟურნალისტი;
- გედევან ჯინჭარაძე - ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი, ფოლკლორისტი;
- მარიამ გვიდიანი - ააიპ-ის „ქალების ხმა - დემოკრატია და უსაფრთხოება“ აღმასრულებელი დირექტორი;
- გივი აბესაძე - ფოლკლორული ანსამბლ „დიდგორის“ სოლისტი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში, რომელიც 11 წევრისგან შედგება, სამი ადგილი ვაკანტურია. მეურვეობის კანდიდატები 9-წევრიანმა საკონკურსო კომისიამ უნდა შეარჩიოს.
„კომისიის შემადგენლობა კონსულტაციების შედეგად შეირჩა. მათ შორის, ოპოზიციასაც ჰქონდა შეთავაზება, რომ წარმოედგინა საკუთარი კანდიდატურები. სამწუხაროდ, მათი მხრიდან არავინ იყო წარდგენილი. ასევე, შეთავაზება ჰქონდა სახალხო დამცველსაც, რომელმაც კომისიის წევრობის კანდიდატი დაასახელა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ამ საკითხზე განმარტება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა და კომისიაში ჟურნალისტ ეკა წამალაშვილის დამატება მოითხოვა: „ჩვენ ვიხილავდით კანდიდატურას. უბრალოდ, დროში შეიძლება ავცდით და დროულად ვერ წარვადგინეთ. ვფიქრობ, არაფერი დაშავდება, თუ ჩვენი ფრაქციიდანაც ერთი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი“.
ოპოზიციონერი დეპუტატის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ კანდიდატის წარსადგენად საკმარისი დრო იყო: „ვინც ამ კომისიაში არიან, მათთან კომუნიკაცია უკვე იყო, მათი თანხმობა გვაქვს და ვფიქრობ, რომ არ იქნება კორექტული, ვინმე ამოვიღოთ შემოთავაზებული სიიდან“.
