რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
მანამდე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. დემონსტრანტებს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ექიმებმა გაუწიეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო, აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს და ამიტომაც გამოიყენეს სპეციალური საშუალება.
თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების შეკრება არასანქცირებულია. მერიამ მოუწოდა დემონსტრანტებს, „თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და 29 აპრილს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებს, სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა მისცენ“.
„რა „არასანქცირებული“ მიტინგი? несанкционированный митинг- ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს და ეტყობა პირდაპირ რუსებმა დაუწერეს ტექსტი“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა, „ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება“.
სახალხო დამცველის განცხადებით, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს. სახალხო დამცველმა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ და არ შეუშალოს მათ ხელი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში.
29 აპრილს, საღამოს, „ქართული ოცნება“ რუსული კანონის მხარდამჭერ შეკრებას მართავს. აქციაზე რეგიონებიდან ჩამოჰყავთ საჯარო სამსახურებში დასაქმებულები, მათ შორის, მათი ნების საწინააღმდეგოდ. „ოცნების“ კონტრაქციისთვის ხელისუფლებამ დღეს დილიდან რკინის ჯებირებით შემოღობა პარლამენტის ტერიტორია.
