თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ არბევს რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციას. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მხუთავი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ რეზინის ტყვიებიც მოხვდათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელის მიხედვითაც, მას შემდეგ, რაც უწყების დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეები გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს მშვიდად გამოხატონ პროტესტი, არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მითითებას. კანონდარღვევის ნებისმიერ ქმედებებზე პოლიცია სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, - განაცხადეს შსს-ში.
პირველ მაისს, პარლამენტმა რუსული კანონი 83 ხმით, 23-ის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღო. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანო პოლიციის კორდონით დატოვეს.
