„ქართული ოცნების“ წევრისა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ძალიან დასაფასებელია პარტიის ლიდერის, ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადება, მას თავადაც უერთდება და პატიებას ითხოვს. როგორც სარჯველაძე ამბობს, შოვში სტიქიას გადარჩენილი ადამიანების შეურაცხყოფის განზრახვა არც მას და არც კობახიძეს არასდროს ჰქონიათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ძალიან ხშირად კონტექსტიდან ამოგლეჯილად ხდება ხოლმე გარკვეული ფრაზების გავრცელება შემდგომ და ეს ქმნის გარკვეულ შთაბეჭდილებებს, არასწორ შთაბეჭდილებებსა და არასწორ აღქმებს. ის რაც თქვა გუშინ ირაკლიმ, აბსოლუტურად სწორი იყო თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ყველაზე მეტად, აი, რაც ვაჟკაცურად გამოიყურებოდა და აბსოლუტურად კორექტული იყო, რა თქმა უნდა... არავის არ გვქონია, არც პირველ დღეს და არც მეორე დღეს და არც არასდროს სურვილი, რომ ვინმეს ღვაწლი, ვინმეს ჰეროიკული საქციელი, ვინმეს გმირობა რაღაცნაირად დაგვაკნინებინა. ეს თქვა და ყოველგვარი სპეკულაციისთვის მიზეზი მოსპო. აი, ეს არის ძალიან დასაფასებელი, რაც გააკეთა ირაკლიმ და რასაკვირველია, მე ამ განცხადებას ვუერთდები.
ვუერთდები და მეც მინდა დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც არა თუ უბრალოდ გადარჩა, არამედ პირდაპირ ვამბობ, რომ გმირობა გამოიჩინა. თუმცა, რასაკვირველია, არ უნდა დაგვავიწყდეს და აქაც უნდა ვთქვათ - არც ირაკლის და არც მე არასდროს არ გვქონია ამის განზრახვა და სურვილი, რომ ვინმე შეურაცხყოფილი დარჩენილიყო. ნამდვილად არ გვინდოდა ამით ვინმეს ღვაწლის დაკნინება. პატიებას ვითხოვთ, რა თქმა უნდა, თუკი ვინმეს, ასე გამოვიდა და ობიექტურად ასეთი შთაბეჭდილება ვინმეს გაუჩნდა, რომ ვინმეს ღვაწლი დავაკნინეთ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ, სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძესთან შეხვედრის შემდეგ, სინანული გამოხატა, რომ მას გული ატკინა.
„დათო არის გულიანი ვაჟკაცი რაჭველი კაცი. მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რომელიც გადახდა და ნუ, წარმოუდგენელი ისტორიაა, საოცარი ისტორიაა. რეალურად, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე. თავის თავს აჯობა, ისეთი გზა აქვს გამოვლილი მას ამისთვის თავის პატარა დისშვილთან ერთად. უბრალოდ, თავის თავს აჯობა, წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული“, - უთხრა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.
ორი დღით ადრე, 14 აგვისტოს, კობახიძემ „სპეკულაცია“ და „წარმოუდგენელი ტყუილი“ უწოდა დავით ჯელაძის მონათხრობს იმის შესახებ, რომ მან სტიქიის ზონაში, 6 წლის დისშვილთან ერთად ღვარცოფის მეორე მხარეს გადასვლა შეძლო. მაშინ, მიხეილ სარჯველაძე პარტიის ლიდერს დაეთანხმა და აღნიშნა, რომ „ის, რაც თქვა ირაკლი კობახიძემ, იყო აბსოლუტურად მართებული“.