სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან დაღუპული ქართველების, ბადრი მარკელიას, რომეო კვარაცხელიას, რომეო ფიჩხაიას, მერაბ ალადაშვილის და ავთო რურუას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 5 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„დიდია თქვენი და ჩვენი მწუხარება ა.წ. 3 დეკემბერს ბახმუტთან სასტიკი ბრძოლის დროს ხუთი ქართველის - ავთანდილის, რომეოს, რომეოს, მერაბის და ბადრის გარდაცვალების გამო, რომელთაც მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს სიცოცხლე.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ“,- ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში, რომელიც საპატრიარქომ გამოაქვეყნა.
ხუთი ქართველი მებრძოლი დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში 3 დეკემბერს დაიღუპა. მათი ცხედრების გამოტანა ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან ტერიტორია რუს სამხედროებს აქვთ დაკავებული. მანამდე, 1-ელ დეკემბერს, კიევში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 27 წლის ჯაბა (ჯამბულათ) ხოფერია გარდაიცვალა. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს უკვე 34 ქართველი ემსხვერპლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპულ ქართველებს „საწყალი ბიჭები“ უწოდა და თქვა, რომ ისინი საბრძოლველად „ომის პარტიას“ მიჰყავს.
ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, რომელიც 20 ნოემბერს 76 წლის გახდა, დაბადების დღე მიულოცა. მილოცვის ტექსტი რუსეთის საპატრიარქომ გაავრცელა.
უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო, რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესეს დიდი ბრიტანეთის და კანადის მთავრობებმა. მის სანქცირებას ევროკავშირიც აპირებდა, თუმცა უნგრეთის წინააღმდეგობის გამო სანქციათა მეექვსე პაკეტში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მე-16 პატრიარქის სახელი და გვარი (ვლადიმერ გუნდიაევი) არ შევიდა.
პატრიარქი კირილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებს.
