„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ანა ყურაშვილმა გაავრცელა. როგორც ის Facebook-ზე წერს, შემთხვევა დილით, გორში მოხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
„ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის „სმარტთან“, გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში. საშიშია ამ ქვეყანაში ცხოვრება“, - დაწერა ანა ყურაშვილმა Facebook-ზე, პოსტის ქვეშ კომენტარებში კი აღნიშნა: „მანქანის კარი გამოხსნა, პატრიარქზე როგორ ლაპარაკობო და დაარტყა“.
ინფორმაცია თავად ზურაბ ჯაფარიძემაც დაადასტურა. მისი თქმით, თავს კარგად გრძნობს.
ამ დროისთვის უცნობია, დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება. პარტიაში განაცხადეს, რომ თავდასხმის შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ და ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.
ამ თემაზე:
ჯაფარიძეზე თავდასხმის შემდეგ მოძალადეთა ჯგუფი ბორჯომში, ახალგაზრდულ ბანაკში მივარდა
