პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეზე ფიზიკური თავდასხმის შემდეგ, ბორჯომში, ლიბერალური აკადემიის ბანაკში აგრესიულად განწყობილი ადამიანების ჯგუფი მივარდა. როგორც ადგილზე გადაღებული კადრებიდან ჩანს, ისინი ქვებს ისვრიან, იგინებიან და იმუქრებიან. სასტუმროს წინ შეკრებილებს შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილიც იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
„შემოგვივარდნენ გაურკვეველი წარმომავლობის დაჯგუფებები. ყველა მხრიდან გვიტევენ. რამდენჯერმე დავრეკეთ პატრულში, მაგრამ ჯერ არ ჩანან. POS TV-ის ტელევიზიაა აქ. გვესვრიან ქვებს, საღებავებს, გვაგინებენ, გვაყენებენ შეურაცხყოფას. დიდი საფრთხის ქვეშ ვართ. ვითხოვთ დახმარებას“, - ამბობს ბანაკის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბარბარა მგალობლიშვილი, რომელმაც Facebook-ზე ბანაკთან განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, სასტუმროს ტერიტორიაზე შესული შაქარიშვილი როგორ აძლევს ინტერვიუს პროპაგანდისტულ POS TV-ს.
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორჯომში, ლიბერალური აკადემიის ბანაკში მიმავალ ზურაბ ჯაფარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრის, ანა ყურაშვილის ინფორმაციით, ჯაფარიძეს თავს იმ დროს დაესხნენ, როდესაც გორში, „სმარტის“ მაღაზიასთან გაჩერებულ ავტომობილში მარტო იჯდა. „მანქანის კარი გამოხსნა, პატრიარქზე როგორ ლაპარაკობო და დაარტყა“, - ამბობს ყურაშვილი თავდასხმის შესახებ.
ჯაფარიძეზე თავდასხმას Facebook-ზე მალევე გამოეხმაურა ვატო შაქარიშვილი: „ზურა გირჩი შარვალჩახდილ ჯაფარიძე მიდიოდა ბორჯომში ახალგაზრდების მოსაწამლად (ტრენინგის ჩასატარებლად). გორში „სმარტში“ გაჩერდა, ერთი ქართველი კაცი მიუახლოვდა, თუ შეიძლება შუშას ჩაუწიე რაღაც მაქვს სათქმელიო… ჩამოწია გირჩმაც, იფიქრა მესალმებაო და ცხვირ-პირში მოხვდა, ეს იმისთვის ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას რომ შეურაცხყოფას აყენებო და წავიდა თავის გზაზე ის კარგი კაცი… ზურა დარჩა შარვალჩახდილი და მოუწია უკან თბილისში დაბრუნება“.
ზურაბ ჯაფარიძეს დაზიანებები თავზე და თვალთან აქვს. პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მას ექსპერტიზა უტარდება.
ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის (IFIL) ორგანიზებით, ბორჯომში, 16-18 ივნისს, ლიბერალური აკადემიის ბანაკი ტარდება. პროექტის პარტნიორები VVD International-ი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), საქართველოს უნივერსიტეტი და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ არიან. საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბანაკი მოიცავს ოთხი ძირითად მიმართულებას - პოლიტიკა, ეკონომიკა, სამართალი და პროპაგანდა/დეზინფორმაციასთან ბრძოლა.