პარტია „მოქალაქეების“ წევრი, დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ინიციატივას, რომელიც „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვის მიზნით კანონპროექტის მომზადებას გულისხმობს. დეპუტატის თქმით, მსგავსი არაფრისმომცემი ინიციატივებით ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემები იფარება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
თურაზაშვილმა მძიმე პრობლემებს შორის ქალთა მკვლელობები, ახალგაზრდების ნარკოდამოკიდებულება და პედოფილია დაასახელა.
„2022 წელს მოკლულია 21 ქალი. 2023 წლის პირველ ნახევრის მონაცემებით, მოკლულია 13 ქალი. 2024 წლის 10 იანვარს მძინარე ცოლი გამოასალმა სიცოცხლეს ქმარმა და 28 თებერვალს, რამდენიმე დღის წინ, 21 წლის გოგო მოკლეს წამებით, სასტიკად. ზოგიერთ შემთხვევაში იკვეთება ნარკოდამოკიდებულება. ახალგაზრდების ნაწილს მენტალური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მათთვის ხელმისაწვდომია ყველანაირი ნარკოტიკი და სამწუხაროდ, ამ ყველაფრის შესაჩერებლად ეფექტიანი მექანიზმი ქვეყანაში არ არსებობს. სადარბაზოებში, ეზოებში, სკვერებში საშინელი მდგომარეობაა. ამ ყველაფრის ფონზე, ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი ახალგაზრდებისთვის მიუღწეველია.
კიდევ ერთი უმძიმესი დანაშაული, რომელიც საქართველოში ყვავის, პედოფილიაა. კვირა არ გავა, შემზარავი ინფორმაცია არ გავრცელდეს, სადაც მსხვერპლი 5, 9, 10, 11 წლის ბავშვები არიან. აქაც, როგორც ფემიციდის შემთხვევაში, არაჯანსაღ ფსიქიკასთან გვაქვს საქმე და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ და შესაბამისმა უწყებებმა ამ ძალიან მძიმე რეალობასთან იბრძოლონ, ბავშვებს ასწავლონ მინიმუმ მოძალადის ამოცნობა და სხვა კონკრეტული ნაბიჯები გადადგან მდგომარეობის გამოსასწორებლად, ფსევდოლიბერალიზმთან ბრძოლას აანონსებენ. მსგავსი არაფრისმომცემი ინიციატივებით იფარება რეალური პრობლემები, რომლებიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს ყოველდღიურად აწუხებთ.
სწორედ ამიტომ არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვადაგასული, რომელიც ვერაფერს ახალს ვეღარ სთავაზობს საზოგადოებას და აუცილებელია, არჩევნების გზით ეს ხელისუფლება შეიცვალოს. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა „ქართული ოცნების“ რომელიმე დემაგოგი დეპუტატი რას მიპასუხებს ამ ყველაფერზე. სამწუხაროდ, ეს მძიმე მოცემულობა ამ პასუხებით არ იცვლება“, - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.
29 თებერვალს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ პარტიის გადაწყვეტილებით, მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. მდინარაძე ამბობს, რომ „ლგბტ პროპაგანდა დამღუპველია მომავალი თაობებისთვის“.
„ლგბტ პროპაგანდის“ ამკრძალავი კანონი რუსეთში მოქმედებს.