პენიტენციური მზია ამაღლობელზე: სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის მიერ შიმშილობის დაწყებიდან მე-16 დღეს, მის შესახებ პირველი განცხადება გაავრცელა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

Facebook-ის გვერდზე განთავსებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მასში ვკითხულობთ, რომ „ბრალდებული მ. ა. უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით და უწყვეტად მიეწოდება კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება“.

ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, ამაღლობელი სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მყისიერი რეაგირებისთვის მოთავსებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში. 

„თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ჩვენი სამსახურისთვის პრიორიტეტულია“, - ნათქვამია განცხადებაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური „ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს“ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებაში ადანაშაულებს, თუმცა არ აზუსტებს, კონკრეტულად რა ინფორმაციას გულისხმობს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, რომელიც უკანონოდ დაპატიმრებული ჟურნალისტის უფლებებს იცავს, დღეს განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მანამდე, „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ თქვა, რომ ამაღლობელს რამდენიმე ქრონიკული დაავადება აქვს და „არსებობს ძალიან მაღალი საფრთხე მისი ჯანმრთელობის სეიორზული დაზიანების“.

კოლეგები და უფლებადამცველები პროკურატურას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის საქმე და აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლა მოითხოვოს.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავება სამმართველოს დამხმარე შენობის კედელზე საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო მოხდა, ხოლო მეორედ - ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და სამი საათის განმავლობაში ადვოკატებს მასთან არ უშვებდნენ. დაკავების შემდეგ ამაღლობელი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ადვოკატების ინფორმაციით, დგებუაძემ რამდენჯერმე სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, სახეში შეაფურთხა და ასევე, მისი ბრძანებით, დაკავებულს არ ეძლეოდა წყლის დალევისა და ტუალეტით სარგებლობის შესაძლებლობა.

მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.