„მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალში“, რომელიც სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით იმართება, საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
40-მდე ადამიანისგან შემდგარ დელეგაციას პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოების ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაშია ლალი მოროშკინაც, რომელიც რუსულ მედიას ინტერვიუს პოლიტოლოგის სტატუსით აძლევს.
„ვფიქრობ, ეს ფესტივალი ეპოქალურია. რაც აქ ხდება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მაგალითად, ბევრი ქართველი ახალგაზრდა პირველად შეხვდა თავის ძმებს პოსტსაბჭოთა სივრციდან. მსგავსი პლატფორმა აქამდე არ არსებობდა. მე, როგორც პოლიტილოგს, კონფლიქტების საკითხებში მინისტის ყოფილ მოადგილეს, მესმის, რომ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გამოვიარეთ, ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგის დაწყება. ჩვენ ორი ქრისტიანული ქვეყანა ვართ. ერთად ყოფნა ჩვენი ბედისწერაა“, - ამბობს ლალი მოროშკინა ერთ-ერთ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებასთან.
ფესტივალის ფარგლებში პრესკონფერენცია გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, ლექციები წაიკითხეს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა. ახალგაზრდებს შეხვდა პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანიც. ფესტივალზე იმყოფებოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი, რომელმაც ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.
ფესტივალი 1-7 მარტს იმართება. რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს მონაწილეებს ვლადიმერ პუტინი შეხვდება და მათ სიტყვით მიმართავს.
პუტინმა „მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალის“ ორგანიზების შესახებ განკარგულება შარშან გამოსცა. 2017 წლის შემდეგ, ფესტივალი წელს პირველად ტარდება. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ განაცხადა, რომ მასში მსოფლიოს 190 ქვეყნიდან 20 ათასი ადამიანი მონაწილეობს.
