ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პეკა ჰაავისტოს განცხადებით, 30 სექტემბრიდან ფინეთი რუსი ტურისტებისთვის საზღვარს ჩაკეტავს. შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეები კვლავ შეძლებენ ფინეთში შესვლას განსაკუთრებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. ასეთად მიიჩნევა ფინეთში ოჯახის წევრის მონახულება, ასევე, სასწავლო ან სამუშაო ვიზის ქონა. გამონაკლისი შეეხებათ დიპლომატებსა და რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლებსაც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 4 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრო რუსეთის მოქალაქეების ნაკადს განიხილავს როგორც საფრთხეს ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება ურთიერთობებს ევროკავშირის იმ ქვეყნებთან, რომლებსაც, ფინეთის მსგავსად, სახმელეთო საზღვარი აქვთ რუსეთთან.
„უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და რუსეთის მიერ გამოცხადებულმა მობილიზაციამ ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობა შეცვალა. მთავრობა მიიჩნევს, რომ რუსული მობილიზაცია, ფინეთში შემოსული ტურისტების სწრაფად მზარდი რაოდენობა და ფინეთის გავლით ტრანზიტი, საფრთხეს უქმნის ფინეთის საერთაშორისო პოზიციას და ურთიერთობებს“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
პოლონეთმა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა, უსაფრთხოების გამო, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები რამდენიმე კვირის წინ ჩაკეტეს. გამოცემა Meduza-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ამას ფინეთიც გააკეთებს, შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში სახმელეთო გზით მოხვედრას მხოლოდ მურმანსკის ოლქსა და ნორვეგიას შორის მდებარე ბორისოგლებსკის საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით შეძლებენ.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რაც ოფიციალური განკარგულების თანახმად, 300 ათასამდე ადამიანის გაწვევას ითვალისწინებს, ახალგაზრდები რუსეთს მასობრივად ტოვებენ და მეზობელ ქვეყნებში გადადიან. რუსული მედიის ცნობით, 21 სექტემბრის შემდეგ ფინეთის საზღვარს ყოველდღიურად 7-8 ათასი ადამიანი კვეთდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 21-26 სექტემბერს საქართველოში რუსეთის 53 136 მოქალაქე შემოვიდა, 34 990 კი გავიდა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ქვეყანაში ერთი წლით დარჩენა შეუძლიათ.
ამ თემაზე:
ენმ ითხოვს, რუსეთის მოქალაქეებს 1000 ლარიანი საოკუპაციო შენატანის გადახდა დაუწესდეთ
ოპოზიციის ნაწილი რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვას ითხოვს
