ფიზიკური დაპირისპირების, მუქარის, ძალადობის შემთხვევები 38 უბანზე დაფიქსირდა - თოლორაია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ფიზიკური დაპირისპირების, მუქარის, ძალადობის შემთხვევები 38 უბანზე დაფიქსირდა - არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ 139 უბანზე, - განაცხადა „შენი ხმა ევროკავშირს“ დამფუძნებელმა, ლონდა თოლორაიამ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ძალადობისა და ზეწოლით, დაკვირვების განხორციელებაში ხელშეშლის, ასევე, კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, მარკირების ვალდებულების შეუსრულებლობის და ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესის არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს.

„16:00 საათისთვის ინფორმაცია მიღებული გვქონდა 1 227 უბნიდან. ჩვენი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში, მარკირების გაკეთების წესი დაირღვა, ასევე, მარკირების გარეშე ხმა მისცეს 70 უბანზე. ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა 47 უბანზე, არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ 139 უბანზე, ფიზიკური დაპირისპირების, მუქარის, ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა ასევე 38 უბანზე. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის ხარვეზი გამოვლინდა 133 უბანზე, ხოლო 92 საარჩევნო უბანზე ელექტრონული პროცედურები ნათელი და გასაგები არ იყო ამომრჩევლებისთვის, რის გამოც კენჭისყრის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა. ასევე, ვერიფიკაციის აპარატის მეშვეობით, ამომრჩევლის ვერიფიკაციის დარღვევები გამოვლინდა 11 უბანზე და ჩვენს დამკვირვებლებს დაკვირვებაში ხელი შეეშალათ 61 უბანზე,“ - თქვა თოლორაიამ.

„ჩემი ხმის“ მონაცემებით, შიდა ქართლში, კერძოდ, ქარელში, კასპში, გორში, ასევე, ქვემო ქართლში, კერძოდ, მარნეულსა და ბოლნისში, დიდი რაოდენობით, ასევე, თბილისში იდენტიფიცირებული იქნა მარკირების გავლის/შემოწმების პროცედურის ჩაუტარებლობა, ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვებაში ხელშეშლა, მარკირების სითხის/აპარატის გაუმართაობა.

შიდა ქართლში და ქვემო ქართლში არსებული საარჩევნო დარღვევების სიმძიმე და რაოდენობა, რომელიც მოიცავდა მარკირების გავლის/შემოწმების პროცედურის ჩაუტარებლობას, ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვების ხელშეშლას, მარკირების სითხის/აპარატის გაუმართაობასა და დამკვირვებლების მიმართ ძალადობასა და უბნებიდან გაძევებას, ერთობლიობაში ქმნის ამ რეგიონებში სისტემური საარჩევნო მანიპულაციების დასაბუთებულ ეჭვს. ამავე რეგიონებში პრობლემად გამოიკვეთა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები.

კვლავ სისტემურ პრობლემად რჩება საეჭვო ამომრჩევლის იდენტიფიკაციის მიზნით ვერიფიკაციის აპარატებზე დაკვირვებისთვის ხელის შეშლა ჩვენი დამკვირვებლებისთვის, განსაკუთრებით შიდა ქართლში.

უბნების გარეთ ფიქსირდება ამომრჩევლების გამოცხადების აღრიცხვა, მათი პერსონალური მონაცემების გამოყენებით მმართველი პარტიის, ქართული ოცნების კოორდინატორების მიერ, რაც წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენის კონტროლს და არის უკანონო.

გამოვლენილია კომისიის წევრების მხრიდან ამომრჩევლისთვის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ხმის მიცემის მინიშნების შემთხვევები.

ამ დროისთვის, ამომრჩევლის აქტივობა წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, მაღალია. ფიქსირდება რიგები თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე. ამომრჩეველთა აქტივობა განსაკუთრებით მაღალია საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე.

ამ დროისთვის შეწყვეტილია მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრა კოალიციის დამკვირვებლის მიერ დაფიქსირებული ბიულეტენების ჩაყრის ფაქტის გამო. საარჩევნო უბნის აპარატურის დაზიანების მიუხედავად, გრძელდება საარჩევნო პროცესი ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე.

ამ დროისათვის, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, დაწერილია 184 საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიაში, 27 საოლქო საარჩევნო კომისიაში და დაფიქსირებულია 133 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში“, - ნათქვამია სადამკვირვებლო გაერთიანების განცხადებაში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.