ომის დაწყების შემდეგ, 10-დან 13 ათასამდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვალის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
პოდოლიაკის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტი ნამდვილად შეცდა, როდესაც თქვა, რომ 24 თებერვლის შემდეგ „100 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი იქნა მოკლული“.
„ეჭვგარეშეა, რომ ქალბატონი ურსულა შეცდა. ეს აშკარაა. ამიტომ წაშალეს ვიდეო, ამოიღეს ეს ციფრები. ჩვენ გვაქვს გენერალური შტაბის ოფიციალური შეფასებები, რასაც უმაღლესი მთავარსარდალი ახმოვანებს. 10-დან 12.5 - 13 ათასამდე დაღუპულია. დიახ, ჭრილობების გამო მეტი დანაკარგები გვაქვს“, - განაცხადა პოდოლიაკმა „24-ე არხის“ ეთერში.
მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ასევე არასწორია ევროკომისიის პრეზიდეენტის მიერ გაჟღერებული მონაცემები მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლის შესახებ. როგორც მან აღნიშნა, ეს მაჩვენებელი „20 ათასი ნამდვილად არ არის“ და ბევრად მეტია, განსაკუთრებით გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ნაპოვნი მასობრივი სამარხების გათვალისწინებით.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 30 ნოემბერს, Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ უკრაინაში 20 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინის შეიარაღებული ძალების 100 ათასი სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული. მოგვიანებით ვიდეო წაიშალა და გამოქვეყნდა შესწორებული ვერსია, რომლიდანაც უკრაინის დანაკარგებზე საუბრის მონაკვეთი ამოღებულია. ევროკომისიის წარმომადგენელმა, დანა სპინანტმა „უზუსტობასთან“ დაკავშირებით განმარტება გააკეთა და თქვა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში იგულისხმებოდა არა მხოლოდ დაღუპულების, არამედ დაშავებულების რაოდენობა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ დასახელებული რიცხვები არ დაადასტურა. როგორც გენშტაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ბოგდან სენიკმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდასთან“ განაცხადა, ეს დახურული ინფორმაციაა.
ამერიკელი გენერლის მარკ მილის შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე ომში დაახლოებით 100 ათასი რუსი და ამდენივე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა. BBC-ის ინფორმაციით, მარკ მილიმ, რომელიც აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსების თავმჯდომარეა, ნოემბრის დასაწყისში თქვა, რომ ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 40 ათასი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.
