შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია ორი დღის წინ „გლოვოს“ კურიერ თემო სიგუაზე თავდასხმის საქმეზე. ერთი თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
„პირველ დღეს გამომკითხეს, შემდეგ კაციშვილი არ მინახავს. ეტყობა, [თავდამსხმელი] გავლენიანი პირის შვილია ან რაღაც. ჭორის დონეზე ვიცი, რომ ვითომ ძებნაშია და მიმდინარეობს გამოძიება“, - განუცხადა ჟურნალისტებს დაჭრილი კურიერის დედამ, ელენა ჩოგოვაძემ.
32 წლის თემო სიგუა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, 6 ივლისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შეკვეთის დატოვების შემდეგ, უკმაყოფილო მომხმარებელმა უკან დაბრუნება მოსთხოვა და იმის გამო დაუპირისპირდა, რომ შეკვეთას ერთი ბოთლი ლუდი აკლდა.
„ერთი ბოთლი აკლიაო, მე ვუთხრი შეფუთული ხომ იყო, მე რა შუაში ვარ, „გლოვოში“ დარეკეთ, მე რაც მომცეს, ის ჩაგაბარეთო. შენ, ბიჭო, ვის ეტლიკინებიო და დედა შემაგინაო. ოთხი კი ჩამოვიდნენო, მაგრამ ერთთან იყო კამათიო. მერე იარაღი ამოიღო და უცებ მესროლაო. ერთი მე ამომიდგაო, მოტოციკლეტზე დამსვა და მითხრა, გააღწიე აქედანო“, - ამბობს დაჭრილის დედა.
ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის განცხადებით, კურიერს ორივე წვივისა და ტერფის მოდამოში გამავალი ცეცხლნასროლი ჭრილობები ჰქონდა. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. ოჯახი ეჭვქვეშ აყენებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ახალგაზრდა მამაკაცი პნევმატური იარაღით დაჭრეს.
