ფოთის პორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა 80 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს. დიდი რაოდენობით ნარკოტიკის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია ირანის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული ბ.ტ..
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, ბრალდებული სატვირთო ავტომობილს მართავდა. 315 შეკვრად დაფასოებული, 80 კილოგრამამდე „ჰეროინი“ სატვირთოს ჩხრეკისას, მისაბმელის უკანა ორ კარში, სპეციალურად მოწყობილი სამალავში იპოვეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს განზრახული ჰქონდა ირანიდან სომხეთისა და საქართველოს გავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ევროპაში გადაზიდვა, აღნიშნულის განხორციელებას ის საქართველოს ერთ-ერთი საზღვაო პორტის გავლით ცდილობდა, რა დროსაც იგი დაკავებული იქნა“, - აღნიშნა თეიმურაზ კუპატაძემ.
საქმეზე გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გასულ თვეში, ბელგიელ და ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული ერთობლივი საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ბელგიის სამეფოში, ანტვერპენის პორტში ორ ეტაპად ამოღებული იქნა უპრეცედენტო რაოდენობის - 1 ტონა და 660 კილოგრამი „ჰეროინი“.
