ფოთში აქტივისტს, სოციალური კაფე „ლიმენას“ დამფუძნებელს, ელისო ჯანაშიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჯანაშია მომხდარს მის ბოლოდროინდელ აქტივობას და აქციებში მონაწილეობას უკავშირებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 5 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„როგორც ჩანს, არ გვაპატიეს - ჩვენი პროტესტის ფონზე მოუწიათ ნაძვის ხის ანთება და მეორე დღეს ეს „ტიტუშკა“ ქალები მოგვიგზავნეს“, - ამბობს აქტივისტი.
შემთხვევა 23 დეკემბრის საღამოს, „ლიმენას“ შესასვლელში მოხდა. ელისო ჯანაშია დარწმუნებულია, რომ ქალი, რომელიც მიუვარდა და მასზე იძალადა, „ქართული ოცნების“ მიერ იყო დაქირავებული.
„ახლა უკეთ ვარ. მხოლოდ იმ ანაგლეჯი თმის ადგილი მტკივა, მაგრამ მაგაზე მეტად შეურაცხყოფა, ბრაზი და უსუსურობა ერთად მტკივა. საერთოდ როგორ აღმოვჩნდით ამ მდგომარეობაში, არ ვიცი. ეს ქალი, ამ საღამოს, მზად იყო დავეხვრიტეთ, როგორც ევროპის მომხრეები და რუსეთის მოწინააღმდეგეები. უბრალოდ, იარაღი არ ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა სრული დაუსჯელობის შეგრძნება. ასეთად აქცია ხელისუფლების პროპაგანდამ ადამიანები“, - წერს ჯანაშია სოციალურ ქსელ Facebook-ში.
ელისო ჯანაშიას თქმით, მასზე თავდასხმის მიზანია, ფოთის დატოვება და საქმიანობის შეწყვეტა აიძულონ.
მომხდარის შემდეგ ჯანაშიამ პოლიციას მიმართა.
