სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, თბილისი-მიუნხენი-თბილისის ჩარტერული ფრენის საფასური მამამისმა, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაუხადა. ჩუბინიძემ ეს კომენტარი მხოლოდ პროსახელისუფლებო ტელევიზიებთან და საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააკეთა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
„მინდა, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში. თანხა წინსწრებით გადახდილია და შესაბამისად, სავარაუდოა, შესაძლებელია იგი მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. წარმოდგენისთვის სჭირდება ხოლმე დაახლოებით რეისის შესრულებიდან თვე-ნახევარი. წარმოდგენისთანავე ჩვენ მოვახდენთ ანგარიშსწორებას. გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს და არის გარკვეული ფასნამატიც.
რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახადებს, საზოგადოებას მინდა, დავუდასტურო, რომ საწყის ეტაპზე, დავალების მიცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სახსრებიდან. საზოგადოებას დღეს ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება ტარიელ ღარიბაშვილია“, - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.
2012 წლამდე, ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდოდა, ირაკლი ღარიბაშვილის მამა ტარიელ ღარიბაშვილი სოფელ წითელწყაროს რწმუნებული იყო და ბიზნესი არ ჰქონდა. მისი შვილის ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრად, შემდეგ კი პრემიერად მუშაობის პერიოდში ტარიელ ღარიბაშვილი დიდძალი ქონების პატრონი გახდა.
ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. პრემიერმა უფროსი შვილი, 18 წლის ნიკოლოზ ღარიბაშვილი, რომელიც აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თბილისიდან მიუნხენში სამთავრობო თვითმფრინავით ჩაიყვანა, იქიდან კი აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავით გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ პრემიერმა თბილისიდან მიუნხენში ჩასაფრენად, პირადი მიზნებისთვის, ნამდვილად გამოიყენა სამთავრობო თვითმფრინავი, ოღონდ სახელმწიფოს ხარჯზე არ უმგზავრია.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ირაკლი ღარიბაშვილს ან მთავრობის ადმინისტრაციას აქამდე არ გამოუქვეყნებიათ სამთავრობო თვითმფრინავით სარგებლობის მიზნით დადებული ხელშეკრულება და მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
