პრეზიდენტი დღეს „სახალხო ზეიმს“ შეუერთდება და ფეხბურთელებს დააჯილდოებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდება თავისუფლების მოედანზე მთავრობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას, სადაც ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საქართველოს პრეზიდენტი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.

სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი ღირსების ორდენებსა და მედლებს გადასცემს ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის“, - განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით იმართება, თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება. მანამდე, 21:30 საათიდან ფეხბურთელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან ღია ავტობუსით დაიწყებენ გადაადგილებას და თავისუფლების მოედანზე ჭავჭავაძის გამზირის გავლით მივლენ.

„ყველა ფეხბურთელი იქნება სცენაზე, მათ ექნებათ საშუალება, მიმართონ გულშემატკივარს, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფეიერვერკით, რითაც კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას ჩვენი საამაყო ფეხბურთელების მიმართ“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიიდან დღეს, 2 ივლისსს, დილით დაბრუნდა. მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ, თუმცა, ფეხბურთელების ნახვა ვერ შეძლეს.

27 მარტს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან მეორე დღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ღირსების ორდენით დაჯილდოებისთვის 53-კაციანი სია გაუგზავნეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 23 მაისით დათარიღებული განკარგულებები გამოაქვეყნა, სადაც ღირსების ორდენით დასაჯილდოებელთა სიაში მხოლოდ 40 ადამიანი იყო შეყვანილი. ამის გამო სალომე ზურაბიშვილი თბილისის მერმა, კახა კალაძემ და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებმა გააკრიტიკეს.

„ყველანაირი სპეკულაცია აქტებსა თუ განკარგულებებზე არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა... რაც შეეხება დაჯილდოებას, ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი პირადად დააჯილდოებს სექტემბერში ორბელიანების სასახლეში, ეს იქნება სახალხო ზეიმი“, - განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

განცხადება გაავრცელა ფეხბურთის ფედერაციამაც, სადაც ნათქვამია იყო, რომ ფედერაციის გუნდი დაჯილდოების ღონისძიებაში „მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, რომლის თითოეული წევრიც, წარდგენილ სიაში, ამ წარმატებაში საკუთარი წვლილისთვის იყო შეყვანილი“.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად მიიღო მონაწილეობა და მერვედფინალში გავიდა. 18 ივნისს საქართველომ თურქეთთან 3:1 წააგო, 22 ივნისს ჩეხეთთან ფრე 1:1 ითამაშა, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიასთან 2:0 მოიგო. 30 ივნისს, მერვედფინალში, ეროვნული ნაკრები ესპანეთს შეხვდა. თამაში ესპანეთის გამარჯვებით 4:1 დასრულდა. ამით საქართველო „ევრო 2024“-ს გამოეთიშა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).