ონლაინ გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს თავს დაესხნენ. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ჟურნალისტი რუსთაველის გამზირზე, ცისფერ გალერეასთან აქციის გასაშუქებლად იმყოფებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
„მასალებს ვტვირთავდი, რა დროსაც ჩემთვის უცნობი პირი მომიახლოვდა და რომ ვკითხე, რა ხდება მეთქი, მუშტი დამარტყა სახეში, შემდეგ დამაგდო ძირს და წიხლებს მირტყამდა. მაგ დროს უკვე რამდენიმე იყო, სავარაუდოდ. მგონი, ორი ადამიანის ხმა მესმოდა“, - ჰყვება მინდია გაბაძე.
მისი თქმით, თავდამსხმელი ე.წ. ტიტუშკას ჰგავდა, ეცვა შავები და პირბადე ეკეთა.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც ჟურნალისტზე თავდასხმა მოხდა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო გაჩერებული. გაქცეულმა თავდამსხმელებმა პოლიციელებს ისე ჩაურბინეს, რომ, ხალხის შეძახილების მიუხედავად, მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.
ჟურნალისტი ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. მას სახეზე დაზიანებები ეტყობა და როგორც ამბობს, თავის ძლიერი ტკივილი აქვს.
„ეს იყო მიზანმიმართული ადევნება ჩვენს ჟურნალისტზე. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მას გამოჰყვნენ ეს უცნობი პირები და როცა უკვე მარტო იყო, დღისით-მზისით, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე თავს დაესხნენ“, - განაცხადა „პუბლიკის“ რედაქტორმა, ლიკა ზაკაშვილმა და აღნიშნა, რომ მედიის წარმომადგენლებზე მსგავსი ძალადობა ხელისუფლების მიერ არის წახალისებული.
