რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს, 8 ოქტომბერს, კრემლში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, შეხვედრები დსთ-ს წევრი ქვეყნების მეთაურთა საბჭოს სხდომამდე გაიმართება. სამმხრივი შეხვედრა დაგეგმილი არ არის.
„განხილული იქნება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხები. აქ რუსეთი აქტიურ და პოზიტიურ როლს ასრულებს. ყველა ამ რთული საკითხის კომპლექსური გადაწყვეტის საფუძველია მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების მიერ მიღწეული სამმხრივი შეთანხმებების განხორციელება“, - აღნიშნა უშაკოვმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ თქვა, რომ დასავლეთი მოლაპარაკებების პროცესში ჩარევას ცდილობს, რაც „რეგიონულ საქმეებსა და თავად რეგიონში“ ჩარევის მცდელობაც არის.
სომხეთი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების დებულებებს ხელს მოაწერს უახლოეს ერთ თვეში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების 29-ე სამიტამდე (COP-29), რომელიც 11 ნოემბერს ბაქოში დაიწყება. ამის შესახებ 7 ოქტომბერს პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა. „მხოლოდ ჩვენზე რომ იყოს დამოკიდებული, ხელს ახლავე, დღესვე მოვაწერდით. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ადრე თუ გვიან ეს მომენტი დადგება“, - დასძინა ხაჩატურიანმა.
ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი უკვე მოსკოვში იმყოფებიან.
