რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის“ 31 წლისთავი მიულოცა. დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთვის გაგზავნილ წერილში პუტინი აფხაზებს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„მიიღოთ გულწრფელი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულთან - გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. რუსულ-აფხაზური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზე დაყრდნობით. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სხვადასხვა სფეროში. რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ხელისუფლებისა და ხალხის აქტიურ დახმარებას სახელმწიფოებრივი განვითარების ამოცანების გადაჭრაში. გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს, ხოლო თქვენს ყველა მოქალაქეს მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - სწერს პუტინი ბჟანიას.
გამოქვეყნდა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მიხეილ მიშუსტინის წერილიც, რომელიც 30 სექტემბერს დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალექსანდრ ანქვაბს ულოცავს.
აფხაზეთში „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ 30 სექტემბერს აღნიშნავენ. 31 წლის წინ, 1993 წლის 30 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან სამ დღეში, სეპარატისტებმა რუსეთის სამხედრო რესურსებისა და დაქირავებული რაზმების ხელშეწყობით, აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინეს.
