ავიაკომპანია Red Wings-ი ბათუმის მიმართულებით სამ ახალ რეისს ამატებს. რუსული მედიის ინფორმაციით, სოჭიდან ფრენები ივნისში დაიწყება, ყაზანიდან ივლისში, ხოლო უფიდან - აგვისტოში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 4 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 5 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
Red Wings-ი სოჭის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმისკენ 22 ივნისიდან იფრენს. რეისები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათს და შაბათს, Sukhoi Superjet 100-ის თვითმფრინავით შესრულდება.
„რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ აშკარა გახდა, რომ რუს ტურისტებს შორის ქართული კურორტები კვლავ პოპულარულია.
ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აპრილში ბათუმის აეროპორტში მგზავრთა მოძრაობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34%-ით გაიზარდა. დარწმუნებულები ვართ, რომ ბათუმის მიმართულებით ჩვენს ახალ რეისებზე მაღალი სეზონური მოთხოვნა იქნება“, - განცხადა Red Wings-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრ კრუტოვმა.
ბაშკირეთის დედაქალაქ უფიდან პირდაპირი ფრენები 4 ივლისიდან დაიწყება. როგორც უფის საერთაშორისო აეროპორტში თქვეს, რეისები ხუთშაბათობით, 10:20 საათზე შესრულდება და ბათუმამდე მგზავრობის დრო დაახლოებით სამსაათნახევარი იქნება. ამავე აეროპორტიდან თბილისში ავიაკომპანია „აზიმუტი“ ყოველ პარაკევს დაფრინავს.
რაც შეეხება ყაზანს, Red Wings-ის თვითმფრინავები თათრეთის დედაქალაქსა და ბათუმს შორის 7 ივლისიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში ერთხელ - კვირა დღეს იფრენენ. მგზავრობის დრო დაახლოებით 3 საათი 20 წუთი იქნება.
რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 2023 წლის 19 მაისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით განახლდა. ერთი წლის თავზე, რეისებს ახორციელებს სამი ავიაკომპანია: ქართული Georgian Airways, რუსული - Red Wings და Azimuth.
როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოდან სულ 13 600 რეისია დაგეგმილი. აქედან 2480 რეისი (18%) ევროპის მიმართულებით შესრულდება, ხოლო 1761 (13%) - რუსეთის.
