საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 14 ივნისს, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
„კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრო ირაკლი ღარიბაშვილო. ისტორიული ევროპული პერსპექტივით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, თაობებისთვის საქართველოს ახალი ტრაექტორია დახაზოთ. სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ქართველი ხალხისთვის“, - დაწერა შარლ მიშელმა შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე.
Twitter-ზე კომენტარი ირაკლი ღარიბაშვილმაც გამოაქვეყნა. მისი თქმით, შარლ მიშელთან ხაზგაზმით აღნიშნა, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა: „ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს საქართველოს ევროპული მომავლისადმი მისი პირადი მხარდაჭრისთვის“.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეისაც შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ღარიბაშვილმა ვარჰეის მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელების „დადებით დინამიკაზე და სახელმწიფოს ძალისხმევაზე, სრულად შეესრულებინა ევროკავშირის რეკომენდაციები“. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
თავად ოლივერ ვარჰეი Twitter-ზე წერს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილთან დისკუსიის მთავარი საკითხი იყო. როგორც ევროკომისარი აღნიშნავს, მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, დააჩქაროს 12 პრიორიტეტის განხორციელება, რათა საქართველომ შეძლოს წინსვლა ევროკავშირის გზაზე.
