რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას მონაკვეთზე ერთ-ერთი ხიდის მშენებლობაზე დასაქმებული მუშა დაიღუპა. მაშველებმა მისი ცხედარი მდინარეში დღეს იპოვეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
გარდაცვლილი 50 წლის რამაზ ბარბაქაძეა, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითიდან იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, ის უბისასთან მშენებარე ხიდიდან გუშინ გადმოვარდა, შემდეგ კი მდინარის დინებამ გაიტაცა. ცხედარი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 5-6 კილომეტრში დღეს იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
ხევი-უბისას 12.2 კილომეტრიან მონაკვეთზე არაერთი ხიდი და გადასასვლელი შენდება. სამშენებლო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანია შპს „ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი“ (Hunan Road and Bridge Construction Group) ასრულებს.
