საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე, რიკოთის უღელტეხილზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა. საშიში მეწყრული პროცესების განვითარების გამო, აღნიშნული მონაკვეთი 30 მარტის შემდეგ ჩაკეტილი იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ვინაიდან გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესის კვლევის წინასწარი შედეგებით, რეკომენდაციად კვლავ რჩება მეწყერულ უბანზე მუდმივი მკაცრი მონიტორინგი, დღეიდან, 8 აპრილის 07:00 საათიდან, მოძრაობა შემდეგი რეჟიმით იქნება დაშვებული:
- 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის;
- 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით
- რიკოთის გვირაბი-სოფელი ხევის მონაკვეთზე ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
მსუბუქ და სამგზავრო ავტოტრანსპორტს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კილომეტრიანი მარშრუტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დროს.
„კვლევითი სამუშაოები მეწყრულ უბანზე გრძელდება. დაწყებულია შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტების დამუშავების პროცესი. პრევენციული სამუშაოების დასაწყებად კი, მიმდინარეობს მისასვლელი გზების მოწყობა“, - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე იწვიმებს, ღამით, მაღალმთაში შესაძლებელია თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი, დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. სააგენტოს მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა მდინარეებზე, შესაძლოა, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
