რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ („როსავიაცია“) რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის შესრულებაზე ნებართვა გასცა. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელის ბრძანება უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
ახალი რეისების შესასრულებლად რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსაც უნდა მიმართონ და ნებართვა მიიღონ.
გამოცემა „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, „როსავიაციამ“ ნებართვების უმეტესობა ავიაკომპანია Red Wings-ზე გასცა, რომელსაც სურს ფრენები შემდეგ მიმართულებებზე განახორციელოს:
- ვლადიკავკაზიდან ბათუმის და თბილისის მიმართულებით (კვირაში 7-7 რეისი)
- ეკატერინბურგიდან ბათუმის და ქუთაისის მიმართულებით (კვირაში 7-7 რეისი)
- ჟუკოვსკიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (კვირაში 7-7 რეისი)
- ყაზანიდან ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით (კვირაში 7-7 რეისი)
- კრასნოდარიდან თბილისის (კვირაში რეისების სიხშირე 3-დან 7-მდე გაიზარდა), ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით (კვირაში 7-7 რეისი)
- მაჰაჩყალიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (კვირაში 7-7 რეისი)
- მინერალნიე ვოდიდან ბათუმისა და თბილისის მიმართულებით (კვირაში 7-7 რეისი)
- მოსკოვიდან ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით (კვირაში რეისების სიხშირე 3-დან 7-მდე გაიზარდა)
- ნიჟნი ნოვგოროდიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (კვირაში 7-7 რეისი)
- პერმიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (კვირაში 7-7 რეისი)
- დონის როსტოვიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (კვირაში 7-7 რეისი)
- სამარადან ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით (კვირაში 7-7 რეისი)
- სოჭიდან თბილისის (კვირაში ფრენის სიხშირე 3-დან 7-მდე გაიზარდა, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით (კვირაში 7-7 რეისი)
- ტიუმენიდან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (კვირაში 7-7 რეისი)
- უფადან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (კვირაში 7-7 რეისი)
- ჩელიაბინსკიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (კვირაში 7-7 რეისი)
საქართველოს მიმართულებით ფრენები შესაძლოა ავიაკომპანიებმა „როსიამ“ (სოჭი-თბილისის მიმართულებით, კვირაში 7-ჯერ) და „იამალმაც“ (ტიუმენი-თბილისი და ტიუმენი ბათუმის მიმართულებით, კვირაში ერთხელ) დაიწყონ.
„ეხო კავკაზა“ აღნიშნავს, რომ კრასნოდარისა და დონის როსტოვის აეროპორტები უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ დაკეტილია. შესაბამისად, ავიაკომპანიები ფრენებს ვერ დაიწყებენ, ვიდრე არსებული შეზღუდვები არ მოიხსნება.
რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა მაისში აღდგა. დღეისათვის, ყოველდღიურ რეისებს რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ (მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი), ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (თბილისი-მოსკოვი-თბილისი) ახორციელებენ. უახლოეს დღეებში სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებებზე ფრენას Red Wings-ი დაიწყებს.