უკრაინაში რუსეთის მორიგ დიდ შეტევას მაისის ბოლოს ან ივნისში მოელიან. ამის შესახებ პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინას დახმარება ახლა სჭირდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ზელენსკის თქმით, იარაღისა და საბრძოლო მასალის დეფიციტის მიუხედავად, დღეს აღმოსავლეთის ფრონტზე სტაბილურობას ინარჩუნებენ.
„სიტუაცია დავასტაბილურეთ და უკეთესია ვიდრე ორ-სამი თვის უკან იყო. ჩვენს პარტნიორებს ყველა ინფორმაციას ვუზიარებთ და ვეუბნებით, რომ რუსეთი კონტრშეტევას ამზადებს. ეს შეიძლება იყოს მაისის ბოლოს ან ივნისში. ახლა გვჭირდება დახმარება, რათა მოვამზადოთ გარკვეული ბრიგადები, რომლებსაც მოუწევთ ბრძოლა ჩვენი მიწისთვის, განსაკუთრებით იმ კონტრშეტევის დროს, რომლის დაწყებაც რუსეთს სურს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რა სახის იარაღი სჭირდება უკრაინას მოსალოდნელი კონტრშეტევის შესაჩერებლად, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა:
„საქმე იმაშია, თუ რა არის ახლა საჭირო, რომ არ დავკარგოთ ტერიტორია. თუ არ ვსაუბრობთ კონტრშეტევაზე, არამედ ვსაუბრობთ სტაბილიზაციაზე, ნომერ პირველი საჰაერო თავდაცვა და საარტილერიო ჭურვებია. ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება. იცით, როგორ ხდება ეს? პარტნიორები ამბობენ: „ჩვენ მოგეცით არტილერია“. დიახ, მაგრამ ჭურვების რაოდენობა ყველაფერი არ არის. ჩვენ გვჭირდება სხვადასხვა მახასიათებლები. ბახმუტში და ავდიივკაში, ლისიჩანსკში, სოლედარში და ასე შემდეგ, მართლაც რთული იყო ბრძოლა მტერთან, რომელიც საარტილერიო ჭურვს 20-ზე მეტ კილომეტრზე ისვრის, ხოლო შენ 20 კილომეტრით ნაკლებზე. ჩვენი საარტილერიო ჭურვი მხოლოდ 20 კილომეტრამდეა. დასაცავად, სტაბილიზაციისთვის, მდგომარეობის შესანარჩუნებლად თანასწორობა უნდა გვქონდეს, ხოლო შეტევისთვის უფრო დიდი ძალის ქონაა საჭირო“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უკრაინას ყველაზე მეტად ამერიკული „პატრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემები და მეტი არტილერია სჭირდება.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში არსებულ შეფერხებას რუსეთი 100%-ით იყენებს: „არა 50%-ით, არამედ 100%-ით. ჩვენ თითქმის არ დაგვრჩა არტილერია… პუტინმა სრულად დაანგრია ავდიივკა, რადგან ჩვენ არ გვქონდა ძალა მის შესანარჩუნებლად. ეს ძალიან რთული იყო“.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის მიერ გამოყოფილი მილიარდობით დოლარის მხარდაჭერის დიდი ნაწილი აშშ-ში რჩება:
„ათობით მილიარდი რჩება აშშ-ში... მოდით, გულწრფელები ვიყოთ. ფულის, რომელსაც გამოყოფს კონგრესი, ადმინისტრაცია, უმეტეს შემთხვევაში, 80%, ყოველ შემთხვევაში, სულ მცირე, 75%-ზე მეტი, აშშ-ში რჩება. ეს საბრძოლო მასალა ჩვენთან მოდის, მაგრამ წარმოება იქ ხდება და ფული რჩება აშშ-ში, გადასახადებიც რჩება აშშ-ში. ამერიკის შეერთებული შტატების მადლიერი ვართ ყველაფრისთვის, მაგრამ „პატრიოტის“ სისტემები, რომლებიც გაგვაჩნია, აშშ-დან არ მოსულა. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თუ თანხას გამოჰყოფთ „პატრიოტის“ სისტემებისთვის, რომელიც ერთი ერთეული 1.5 თუ 2 მილიარდი დოლარი ღირს, ეს სისტემები ჩვენამდე სხვა ქვეყნებიდან მოდის. ეს ფული ჩვენამდე არ მოდის. ესეც სიმართლეა“.
ზელენსკის ასევე ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა ომის მოგება, როდესაც პუტინი ხელისუფლებაში რჩება, რაზეც მან უპასუხა: „დიახ, რადგან, როდესაც ის დაკარგავს ჩვენს ტერიტორიებს, თუნდაც პატარა სოფლებს, ის დაკარგავს მხარდაჭერას რუსეთში. ჩვენთვის ეს საკმარისია“.