2023 წლის დეკემბერში ყველაზე მეტი, 70.58 მლნ დოლარის ფულადი გზავნილები რუსეთიდან შემოვიდა, თუმცა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადმორიცხულ თანხასთან შედარებით (317.3 მლნ დოლარი) 4,5-ჯერ არის შემცირებული. ამასთან, 2021 წლის დეკემბერში, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, რუსეთიდან საქართველოში 39.7 მლნ დოლარი გადმოიგზავნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
სულ გასული წლის დეკემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ოდენობა 308.3 მილიონი აშშ დოლარია (828.1 მილიონი ლარი). ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გზავნილები 42.4%-ით (227.0 მლნ დოლარით) შემცირდა, ძირითადად, რუსეთიდან გზავნილების კლების ხარჯზე.
2023 წლის დეკემბერში, რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი თანხა, 49.68 მლნ დოლარი, იტალიიდან გადმორიცხეს. 2022 წელს ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 43.2 მლნ დოლარი იყო.
იტალიას ამერიკის შეერთებული შტატები მოსდევს. დეკემბერში აშშ-დან საქართველოში 46.19 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. 2022 წლის იმავე პერიოდითან შედარებით, აშშ-დან შემოსული ფულადი გზავნილები 11.89 მლნ დოლარით არის გაზრდილი.
საბერძნეთიდან 22.65 მლნ დოლარი გზავნილი მივიღეთ, გერმანიიდან 21.57 მლნ დოლარი, ისრაელიდან 20.92 მლნ დოლარი, ყაზახეთიდან 14.79 მლნ დოლარი და თურქეთიდან 8 მლნ დოლარი.
2023 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 34 მლნ დოლარი (91.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის დეკემბრის (33.8 მლნ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.6%-ით მეტია. ყველაზე მეტი თანხა თურქეთში გადაირიცხა - 6.8 მლნ დოლარი. თურქეთს მოჰყვება რუსეთის ფედერაცია, სადაც საქართველოდან 6.6 მლნ დოლარი გადარიცხეს, აზერბაიჯანში - 3.5 მლნ დოლარი და უკრაინაში - 2.4 მლნ დოლარი.
