„ერთდროულად ექვსი ასაფეთქებელი მოწყობილობა. მიწოდება ოდესიდან NATO-ს სამი ქვეყნის - რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით. დანიშნულების ადგილი - ვორონეჟი. გამგზავნი - ზელენსკის პარტიის აქტივისტი. უკრაინა დიდ ტერაქტს ამზადებდა იმავე სქემით, რომელიც ერთხელ უკვე გამოსცადა ყირიმის ხიდზე. ამჯერად შეფერხება საქართველოში მოხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
საქართველოს სპეცსამსახურების წყალობით გადაკეტილია ერთ-ერთი არხი, რომლითაც უკრაინელ ტერორისტებს ჩვენს ქვეყანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა შემოჰქონდათ;
ტერაქტები საზღვარგარეთ სხვისი ხელით - ეს უკრაინული სპეცსამსახურების ხელწერაა და საქართველო ამისთვის პირველად არ გამოუყენებიათ. სწორედ ასე იქნა აფეთქებული ყირიმის ხიდზე გზის საფარი 2022 წელს. მაშინ სატვირთო აფეთქდა, დაიღუპა ხუთი ადამიანი“, - ასე გაშუქდა რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 5 თებერვალს გავრცელებული განცხადება იმის შესახებ, რომ კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა უკრაინის ქალაქ ოდესიდან საქართველოს გავლით რუსეთში 6 ცალი სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობის და 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერების შეტანა აღკვეთეს.
რუსეთის პირველი არხის ეთერში გასული სიუჟეტის მიხედვით, საქართველოში უკიდურესად უარყოფითი რეაქცია აქვთ უკრაინელი სპეცსამსახურების მცდელობაზე, საქართველოს ტერიტორია რუსეთზე თავდასხმისთვის გამოიყენონ.
„ეს არის მორიგი მცდელობა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში ჩაითრიონ. საქართველო წესიერად მოიქცა. მან აჩვენა, რომ უსაფრთხოება განუყოფელია“, - ამბობს პირველ არხთან ინტერვიუში პრორუსული გამოცემა „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.
იგივეს იმეორებენ პროსახელისუფლებო ქართველი ექსპერტები - ზაალ ანჯაფარიძე და ლევან ნიკოლეიშვილიც, რომელთა მიერ Facebook-ში გამოქვეყნებულ მოსაზრებებს რუსული ტელეარხის სიუჟეტში ციტირებენ.
„მოკლედ, არ გვეშვება ჩვენი ე.წ. „სტრატეგიული პარტნიორი“ უკრაინა, რომელმაც საქართველოდან საკუთარი ელჩი გაიწვია და ჩვენი ელჩი ფაქტიურად გამოაგდო. ის,რაც საჯაროდ გახმაურდა აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით (აისბერგის წვერია მხოლოდ), საკმარისია ერთი მყარი ვარაუდისთვის - ყველანაირად სურთ საქართველოს ჩათრევა რუსეთთან კონფრონტაციაში“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა ანტიტერორისტული დანაყოფის, „ალფას“ ვეტერანთა ასოციაციის პრეზიდენტთან, სერგეი გონჩაროვთან ინტევიუ გამოაქვეყნა. გონჩაროვი, რომელიც ექსპერტად არის მოხსენიებული, მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს რუსეთის სპეცსამსახურები დაეხმარნენ.
„ვფიქრობ, საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების ამოღება, ალბათ, ჩვენი სპეცსამსახურების დახმარებით მოხდა, რომლებმაც ინფორმაცია მიიღეს. ასე რომ, ქართველებმა ზუსტად იმუშავეს. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი პოლიტიკური ფაქტორი, საქართველო რუსეთისკენ შემოტრიალდეს და ჩვენი ურთიერთობები გაუმჯობესდეს“, - განაცხადა გონჩაროვმა.
გონჩაროვის თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერებები და დეტონატორები შეიძლება გამოყენებულ ყოფილიყო ვორონეჟში განსაკუთრებით მნიშვნელოვან ობიექტებზე - როგორებიცაა ელექტროსადგურები და თბოელექტროსადგურები - „სერიოზული აფეთქების“ მოსაწყობად.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, გამოეხმაურა უკრაინის საელჩო საქართველოში. საელჩომ იმედი გამოთქვა, რომ ქართული მხარე საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს.
„უკრაინის საელჩო ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას, არკვევს ყველა გარემოებას, კერძოდ, როგორც ცნობილი გახდა, უკრაინის მოქალაქეების უკანონო საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით. გამოვხატავთ დაინტერესებას და მზადყოფნას კონსტრუქციული ურთიერთობისთვის სამართალდამცავ და საქართველოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან საქმის ყველა გარემოების ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად გარკვევისა და მისი რეალური ორგანიზატორების დადგენის მიზნით“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადება ამჯერადაც თანხვედრაშია რუსული მედიის გზავნილებთან.
„პოლიტიზება არაფერ შუაშია, საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. რა შუაშია, აქ პოლიტიზება? ელჩი რომ ჰყოლოდა უკრაინას საქართველოში, ასეთ განცხადებას ალბათ, არ გააკეთებდნენ.
როცა ვიღაც ცდილობს ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით საქართველო რუსეთის აგრესიის სამიზნედ აქციოს, ეს ძალიან მძიმე მოვლენა და ძალიან შემაშფოთებელია. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რასაც პრინციპში, ღიად ამბობდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომ მათ სურდათ და ალბათ, დღესაც სურთ მეორე ფრონტი ჩვენს ქვეყანაში.
ასეთი ფაქტები რაც ვიხილეთ, რაც სუს-ის მხრიდან გამომჟღავნდა, ამ ყველაფრის მორიგი დადასტურებაა“, - თქვა კობახიძემ.