რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
სამინისტროს განცხადებით, „აფხაზეთის მოქალაქე“ ე.გ. აბუხბა, რომელმაც 2019 წელს მძიმე დანაშაული ჩაიდინა რუსი ტურისტი ქალის მიმართ, 2 თებერვალს ციხიდან გაათავისუფლეს. აბუხბას სასჯელი ე.წ. უზენაესმა სასამართლომ შეუმსუბუქა, რის გამოც რუსეთის ხელისუფლება გაკვირვებას გამოთქვამს.
„ჩვენი შეფასებით, ეს გახმაურებული საქმე მიუთითებს აფხაზური მართლმსაჯულების ძალიან ლმობიერ დამოკიდებულებაზე რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა და დამნაშავეებისთვის დაკისრებული სასჯელების მიმართ. ცხადია, ეს რისკებს უქმნის აფხაზეთის კურორტებზე ყოველწლიურად ჩასული დიდი რაოდენობით უცხოელი სტუმრების უსაფრთხოებას, რის შესახებაც იძულებულნი ვართ გავაფრთხილოთ ჩვენი თანამემამულეები“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
2021 წლის თებერვალში სოხუმის საქალაქო სასამართლომ ედგარ აბუხბას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმის მასალების მიხედვით, 2019 წლის ივლისში, აბუხბამ რუსეთის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული ქალი სოხუმში, დამწვარი სამთავრობო შენობის კომპლექსში მიიყვანა, სადაც სცემა, გააუპატიურა, რის შემდეგაც ქვით დაზიანებები მიაყენა. მან ქალის კუთვნილი ორი ტელეფონი, ძვირფასეულობა წაიღო და მიიმალა. აბუხბა დამნაშავედ იქნა ცნობილი გაუპატიურებაში, გარყვნილ ქმედებაში, ძარცვასა და ქალისთვის სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებაში. დანაშაულის ჩადენის დროს ედგარ აბუხბა 17 წლის იყო.
