რუსეთის ბელგოროდის ოლქში რეგიონული დონის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩისლავ გლადკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ბელგოროდის ოლქში ვითარება „კვლავ უკიდურესად მძიმე და დაძაბული“ რჩება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღე ხსნიან ცეცხლს, დანგრეულია სახლები, გვყავს დაჭრილები, დაღუპულები არიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ამიტომ ვიღებთ გადაწყვეტილებას დღეიდან, ბელგოროდის ოლქის მთელ ტერიტორიაზე, მოსახლეობის დასაცავად და დაზარალებულებისთვის დამატებითი დახმარების გაწევის მიზნით, გამოვაცხადოთ რეგიონული დონის საგანგებო მდგომარეობა“, - განაცხადა გლადკოვმა.
გუბერნატორი ასევე აღნიშნავს, რომ უახლოეს ხანში აპირებს, მიმართოს რუსეთის ხელისუფლებას, რათა ბელგოროდში, კურსკის მსგავსად, ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.
ბელგოროდის ოლქი ესაზღვრება უკრაინას და ასევე, კურსკის ოლქს, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია 6 აგვისტოდან მიმდინარეობს, ხოლო 7 აგვისტოდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობას აცხადებს იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლის რაოდენობა 500 ადამიანს გადააჭარბებს, ან ზარალის ოდენობა 500 მილიონ რუბლს აღემატება.
უკრაინულმა ჯარებმა კურსკის მიმართულებით მოულოდნელი შეტევითი ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე 74 დასახლებულ პუნქტს და 40 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებენ. ამასთან, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინელებს უკვე ასობით რუსი სამხედრო ჩაბარდა ტყვედ.
გამოცემა The Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთს კურსკის ოლქში შეტევის საპასუხოდ უკრაინიდან თავისი შეიარაღებული ძალების ნაწილი გაჰყავს.
