უკრაინა რუსეთის კურსკის ოლქში 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს. ამის შესახებ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, კურსკის ოლქში აქტიური მოქმედებების ტერიტორიას აფართოებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 3 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 4 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 5 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
- 6 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
„უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფებები აგრძელებენ კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ოპერაციის წარმოებას. დღევანდელი დღის განმავლობაში ჩვენმა სამხედროებმა ცალკეულ მიმართულებებზე ერთიდან სამ კილომეტრამდე წაიწიეს წინ.
კონტროლი დამყარებულია 40 კვადრატულ კილომეტრზე და დღეისთვის 74 დასახლებული პუნქტია ჩვენი კონტროლის ქვეშ. ბრძოლები ფრონტის მთელ ხაზზე მიმდინარეობს. ვითარება, საბრძოლო ქმედებების მაღალი ინტენსიურობის მიუხედავად, კონტროლის ქვეშაა,“ - განაცხადა სირსკიმ.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკვე ასობით რუსი სამხედრო ჩაბარდა ტყვედ. როგორც ზელენსკი ამბობს, ყველა ჰუმანურ მოპყრობას მიიღებს. „ასეთი მოპყრობა მათ საკუთარ, რუსულ ჯარშიც კი არ ჰქონიათ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკის განცხადებით, დაკავებულ ტერიტორიებზე „ჰუმანიტარული გადაწყვეტილებების შემუშავება გრძელდება“. მას არ დაუკონკრეტებია რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე დარჩა 74 დასახლებულ პუნქტში.
უკრაინულმა ჯარებმა კურსკის მიმართულებით მოულოდნელი შეტევითი ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. 12 აგვისტოს, ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოახსენა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ. „ეს დაახლოებით 2 ათასი ადამიანია, რომელთა ბედი არ ვიცით“, - განაცხადა სმირნოვმა. უკრაინის ოპერაციის გამო კურსკის ოლქი სულ მცირე 121 ათასმა მაცხოვრებელმა დატოვა. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელის ინფორმაციით, მთლიანობაში ევაკუაციას 180 ათასი ექვემდებარება.
