უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთში, კურსკის ოლქის 28 დასახლებას აკონტროლებენ. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა. სმირნოვმა კურსკში არსებულ ვითარებას „რთული“ უწოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეღწევის სიღრმე 12 კილომეტრია, სიგანე 40 კილომეტრია. ამ ზონაში 28 დასახლებული პუნქტი მდებარეობს, ეს დაახლოებით 2 ათასი ადამიანია, რომელთა ბედი არ ვიცით“, - განაცხადა სმირნოვმა.
ალექსეი სმირნოვის თქმით, კურსკის ოლქში უკრაინის შეტევის შედეგად დაიღუპა 12 და დაშავდა 121 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი. ამ დროისთვის ოლქის საზღვრისპირა ტერიტორიები დაახლოებით 121 ათასმა მაცხოვრებელმა დატოვა. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ მთლიანობაში ევაკუაციას 180 ათასი ადამიანი ექვემდებარება.
სმირნოვმა ასევე განაცხადა, რომ კურსკის ოლქში მკაფიო ფრონტის ხაზის არარსებობა უკრაინელი სამხედროების ადგილმდებარეობის განსაზღვრას ართულებს.
„ჩვენთვის პრობლემა ის არის, რომ იქ არ არის მკაფიო ფრონტის ხაზი, არ არის ცნობილი, თუ სად არიან განლაგებული საბრძოლო ნაწილები. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომელ მომენტში სად არის მტერი,“ - უთხრა პუტინს გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა.
უკრაინის შეიარაღებულმა კურსკის მიმართულებით შეტევა 6 აგვისტოს, გამთენიისას დაიწყეს. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანა ახლა რუსეთის ტერიტორიებიდან მტრის გაძევებაა.
