რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოდან ღვინის იმპორტზე არსებული საშეღავათო რეჟიმი გააუქმოს, ხოლო NATO-ს წევრი ქვეყნებიდან ღვინის იმპორტზე 200%-იანი გადასახადი დააწესოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
ასოციაციის მონაცემებით, რუსეთის ბაზარზე იმპორტირებული ღვინის წილი 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 48% შეადგინა, ხოლო რუსეთში წარმოებული ღვინის რეალიზაციის წილი ამ დროის განმავლობაში შემცირდა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება კვლავ მივმართოთ მთავრობას და სახელმწიფო დუმას თხოვნით, გაძლიერდეს ზომები რუსეთის ბაზრის დასაცავად“, - განუცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსეი პლოტნიკოვმა რუსულ მედიას.
მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაცია სექტემბრიდან მაღაზიებსა და კაფეებში რუსული ღვინისთვის 20%-დან 50%-მდე კვოტის დაწესების ინიციატივითაც გამოდის.
რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაცია ათობით კომპანიას აერთიანებს. 2019 წლიდან მის საბჭოს ტელეწამყვანი, რუსეთის მთავრობის პროპაგანდისტული მედიასაშუალება Russia Today-ის გენერალური დირექტორი დმიტრი კისილიოვი ხელმძღვანელობს, რომელიც თვითონაც მეღვინეობით არის დაკავებული და ოკუპირებულ ყირიმში ღვინის საწარმო Cock t'est belle-ს ფლობს.
რუსეთი ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარია, სადაც, საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს 168 304 300 აშშ დოლარის ღირებულების დაახლოებით 62 მილიონი ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო გავიდა. წლის პირველ ხუთ თვეში საქართველო ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე იყო. ამასთან, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტი 10.9%-ით არის შემცირებული.
რუსეთში საქართველოდან ღვინის იმპორტის გადასახადი ნულოვანია.
