რუს ბიზნესმენებთან დაკავშირებულმა კომპანიამ აჭარაში ტენდერებით 5 მილიონამდე ლარი მიიღო

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ილდარ ნევეროვი

რუს ბიზნესმენებთან, მათ შორის, რუსული სახელმწიფო კომპანიის დირექტორთან, ილდარ ნევეროვთან დაკავშირებული კომპანიასევერი ჭარის მუნიციპალიტეტებში მიუსაფარ ცხოველთა მოვლასთან და ნაგავსაყრელის ექსპლატაციასთან დაკავშირებულ ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, 2013 წლიდან დღემდე, „სევერი“ 73 სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობდა, საიდანაც 69-ში გაიმარჯვა - 63-ში უკონკურენტოდ, 6-ში კი კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე. ჯამში, კომპანიამ 4 816 286 ლარი მიიღო. ამავე პერიოდში„სევერთან“ 163 428 ლარის 39 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები გააფორმეს. ერთიშემსყიდველი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი იყო, დანარჩენი კონტრაქტორები კი აჭარის მუნიციპალიტეტებიან/და მუნიციპალური იურიდიული პირები არიან. 

სევერისმფლობელი რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენები

კომპანია „სევერი“ (რეგისტრაციის დასახელება „Север“) 2011 წლის თებერვალში საქართველოს მოქალაქემ, სულეიმან ფარაჯევმა და უკრაინის მოქალაქემ, კირილო ნოვაკმა დააფუძნეს, ამავე წლისნოემბერში კომპანიის 30-30% რუსეთის მოქალაქეებმა ანდრეი ბალაშოვმა და ილდარ ნევეროვმაშეიძინეს. 2012 წელს კომპანიის დირექტორი რუსეთის მოქალაქე ვალერი ლიტვინენკო იყო, შემდეგ - ესტონეთის მოქალაქე ალიას გუნარი, ხოლო ბოლო, 2022 წლის ნოემბრის ცვლილებებით, ჯემალ გოგიტიძეგახდა. ამავე ცვლილებით, ილდარ ნევეროვმა თავისი წილი დაუთმო ანდრეი ბალაშოვს, რომელიც დღესკომპანიის 90% წილს ფლობს, 10%-ის მფლობელი კი უკრაინის მოქალაქე კირილო ნოვაკია.

2022 წლის ნოემბერში ილდარ ნევეროვმა თავისი 50% წილი დაუთმო ანდრეი ბალაშოვს საქართველოში რეგისტრირებულ კიდევ ერთ კომპანიაში. შპს „ტიორი“ („Tyor“) ნევეროვმა და ბალაშოვმა 2011 წლის აპრილში დააფუძნეს, სატენდერო პირობებით განსაზღვრულ, სპეციალურ ავტომანქანას „სევერი” სწორედ ამ კომპანიისგან ქირაობდა. შარშან ნოემბერში ნევეროვი „ტიორის“ დირექტორობიდანაც გადადგა. ნევეროვმა და ბალაშოვმა მანამდე კვიპროსზე დააფუძნეს მსგავსი სახელწოდების ოფშორული კომპანია - Tyor Commercial Inc., რომლის შესახებ ინფორმაცია გამომძიებელ ჟურნალისტთა კონსორციუმის (ICIJ) ბაზაში იძებნება. საქართველოში მათ „ტიორი“ იმავე მისამართზე დაარეგისტრირეს, რომელზეც რამდენიმე კვირით ადრე „სევერი“ დაფუძნდა.

ვინ არის ილდარ ნევეროვი?

ილდარ ნევეროვი არის ეკოლოგიისა და ბუნებათსარგებლობის საკითხების საზოგადოებრივი ბიზნეს-ომბუდსმენი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებულ მეწარმეთა დაცვის საბჭოს რწმუნებულის აპარატში. ამავდროულად, ნევეროვი 2010 წლიდან საზოგადოებრივი ორგანიზაცია საქმიანი რუსეთის საკოორდინაციო საბჭოს წევრი და ამავე ორგანიზაციის ეკოლოგიის კომიტეტის თავმჯდომარეა. აქმიანი რუსეთიმუდმივმოქმედი ეკონომიკური ფორუმია, რომელსაც პერიოდულად იწვევს ვლადიმერ პუტინი რუსეთის ეკონომიკურ და ფინანსურ სტრატეგიაზე სასაუბროდ.

დღეს ნევეროვი არის რუსული სახელმწიფო კომპანიის, Arktikugol-ის დირექტორი. ეს კომპანია მუშაობსარქტიკის განვითარების პროგრამაზე, მოიპოვებს ქვანახშირს შპიცბერგენის არქიპელაგზე და ცდილობს მისი ექსპორტის მოცულობის გაზრდას მაშინ, როდესაც ეს პროდუქცია ნაწილობრივ სანქცირებულია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანახმად, ნევეროვის ბიზნეს ინტერესები მრავალმხრივია: სხვადასხვა დროს იგი საქმიანობდა რუსეთის მეორეული ლითონების ბაზარზე, მონაწილეობდა ნაგვის გადამამუშავებელი საწარმოების მართვაში, იყო მურმანსკის საზღვაო კომპანიისგამგეობის წევრი, შედიოდა არქტიკისა და ჩრდილოეთის საზღვაო გზის განვითარების ჯგუფში.

ილდარ ნევეროვი სააქციო საზოგადოებაბანკ სპუტნიკისდირექტორთა საბჭოს წევრი იყოამ კომპანიას აშშ- ხაზინის დეპარტამენტმა 2022 წლის 27 მაისს სანქცია დაუწესა. ეს სანქცია რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო არ დაუწესებიათ და იგი გამოიწვია ბანკის ურთიერთობამ ჩრდილოეთ კორეასთან.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ომი და სანქციები” დასასანქცირებელ პირთა რიცხვში განიხილავს ილდარ ნევეროვის ბიზნესპარტნიორს, ნიკოლაი რუზავინს, რომელიც წლების განმავლობაში იყო რუსეთის ფედერაციაში შემავალი ბურიატიის რესპუბლიკის მშენებლობის მინისტრი. ევეროვი და რუზავინი ერთად ფლობენ კვიპროსზე რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანიას - Siberia Metals Ltd, რომლის შესახებ ინფორმაცია იძებნება გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) ცნობილ საგამოძიებო პროექტში (Panama Papers, Pandora).

ილდარ ნევეროვი თბილისში, . ჭავჭავაძის #80-ში ფლობს 196 კვ.. ინას, რომელიც 2012 წლის მარტში შეიძინა.

სევერის უკონკურენტო გამარჯვებები მუნიციპალურ შესყიდვებში

კვლევის მიხედვით, 2011 წლის 29 სექტემბერს, დაფუძნებიდან მალევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ „სევერს” უზუფრუქტით გადასცა ბათუმში, კახაბერის დასახლებაში 12 208 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც 511 კვ.მ. 4 ნაგებობა იდგა. კომპანიამ ამ ტერიტორიაზე მოაწყო ვოლიერები მიუსაფარი ცხოველებისთვის, მათ მოვლასთან და ევთანაზიასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა. 2013 წლიდან „სევერი“ აქტიურად ჩაერთო მუნიციპალურ შესყიდვებში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აღნიშნავს, რომ „სევერი“ დღემდე ცხოველთა მოვლის, სტერილიზაციის, ვაქცინირების და სხვა პროცედურების მიმწოდებელი უკონკურენტო კომპანიაა.

2014 წლიდან „სევერი“ უკონკურენტოდ იგებს ბათუმის ნაგავსაყრელის ექსპლუატაციის მიზნით გამოცხადებულ მუნიციპალურ შესყიდვებსაც. ეს კომპანია ემსახურება აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებსაც (ქობულეთი, ხულო, შუახევი, ხელვაჩაური, ქედა), რომლებსაც ბათუმის ნაგავსაყრელზე მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შეკრებილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები შეაქვთ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეებთან, განსაკუთრებით კი რუსული სახელმწიფო კომპანიის დირექტორთან, ილდარ ნევეროვთან დაკავშირებულიკომპანია „სევერის“ უპირატესი მდგომარეობა აჭარის მუნიციპალიტეტების შესყიდვებში, სატენდერო პირობების მასზე მორგება, კონკურენციის შეზღუდვა საგამოძიებო სტრუქტურების მიერ მოკვლევის დაწყების საფუძველი უნდა გახდეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).