ერევანში რუსეთის ელჩი, სერგეი კოპირკინი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი რუსული სახელმწიფო ტელეარხის, „როსსია 1“-ის გადაცემაში პროპაგანდისტის, დმიტრი კისილიოვის მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალდება წარუდგინა
- 4 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 5 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 6 თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში ჩამოვარდა C130 თვითმფრინავი
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, გადაცემის მსვლელობის დროს „გაჟღერდა ხელოვნურად გენერირებული ნარატივები, რომლებიც მიმართული იყო სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“.
„15 იანვარს სომხეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ელჩი ს.პ. კოპირკინი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იქნა გამოძახებული. შეხვედრისას ელჩს გადაეცა შესაბამისი საპროტესტო ნოტა“, - განაცხადეს დიპლომატიურ უწყებაში.
გადაცემაში „ვესტი ნედელი“ დმიტრი კისილიოვი ამბობს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „სრულიად უგულებელყო როგორც სამმხრივი შეთანხმების ფარგლებში საკუთარი ვალდებულებები, ასევე ილჰამ ალიევის კატეგორიული მოთხოვნა, ბოლოსდაბოლოს გაიხსნას ზანგეზურის დერეფანი“.
გარდა ამისა, კისილიოვმა განაცხადა, რომ სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანება დაიწყო და მთავრობამ უკვე მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი, რასაც რუსეთში უკვე უწოდეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლის პროცესის დაწყება. კისილიოვმა აღნიშნა, რომ სომხეთი რუსულ გაზს შეღავათიან ფასად იღებს, თუმცა აღნიშნული ორგანიზაციიდან გასვლის შემდეგ „ასეთი სასათბურე პირობებით“ ვეღარ ისარგებლებს, გარდა ამისა, სომხური პროდუქციის ექსპორტი 70-80%-ით შემცირდება.
კისილიოვის მტკიცებით, პრემიერ-მინისტრი „რუსეთთან, ახლანდელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის შეზღუდვის საკუთარ ხაზს აწვება“. ამის არგუმენტად მან დაასახელა ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სომხეთის დელეგაცია მაისში, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში არ გაემგზავრება ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს მორიგ სხდომაზე დასასწრებად და მონაწილეობას ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიიღებს.
„კურსი გასაგებია - მთელი იმედები საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზეა. კარგი არაფრით დასრულდება, როგორც იტყვიან, თქვენი არჩევანი“, - თქვა პროპაგანდისტმა. კისილიოვმა აღნიშნა, რომ სომხეთი, სავარაუდოდ, „საფრანგეთიდან დიდი რაოდენობით იარაღს იღებს, აშკარად ემზადება ახალი ომისთვის“.
