რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრები 40 წლის რამაზ ბეღელური გაიტაცეს. თანასოფლელების ინფორმაციით, შემთხვევა 27 აპრილს, იმ დროს მოხდა, როდესაც რამაზ ბეღელური სოფლის სასაფლაოზე იყო და ძმის საფლავს ასუფთავებდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
ბეღელური უკვე მეხუთედ არის უკანონოდ დაკავებული. როგორც მისი დედა ამბობს, წინა შემთხვევის შემდეგ, რამაზ ბეღელურის ჯანმრთელობა გაუარესდა, მას ცხინვალში არაერთხელ სცემეს.
„აქვს გამწვავებული ეპილეფსია. როდესაც ცუდად ხდება, კომაში ვარდება. დილას პოლიცია იყო მოსული. მითხრეს, არაფერზე ინერვიულო, ჩართულები არიანო. ვინ და რა არის ჩართული, არაფერი ვიცი“, - ამბობს ნორა ბეღელური.
რამაზ ბეღელურის გატაცებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა, რომ რუსები ე.წ ერთმოწმუნეები არიან, რომლებმაც „არ იციან არც აღდგომა, არც საფლავი, არც ოჯახი და არც სამშობლო“.
„ეგრეთწოდებული ერთმორწმუნე და ვითომცდა ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან და არ იციან – არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწების შორის…. და ამ ყველაფრის მიუხედავად ვიღაცეებს მეგობრები და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რამაზ ბეღელური საოკუპაციო რეჟიმმა 2021 წლის 2 თებერვალსაც დააკავა. 31 მარტს, ცხინვალის სასმართლომ ის ე.წ. საზღვრის დამრღვევად სცნო და ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოს მოქალაქე 2-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, 1-ელ აპრილს გაათავისუფლეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, გათავისუფლებიდან ერთი თვე არ იყო გასული, როდესაც რამაზ ბეღელური კომაში ჩავარდა და ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს.
ამჟამად ცხინვალის რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს 8 მოქალაქე რჩება. მათგან ორი 22 აპრილს დააკავეს და ჯერაც არ გაუთავისუფლებიათ.
