რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე დააკავეს. დაკავებული შუახნის მამაკაცია და ის ახალგორის რაიონში თბილისიდან ჩავიდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 2 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
- 3 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 4 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 5 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 „ქართული ოცნება“ რუსეთს ქვეყანაში გავლენის გაზრდის საშუალებას აძლევს - აშშ-ის დაზვერვა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“ და ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
დღეისთვის ცხინვალში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება.
მათ შორის არიან დიმიტრი კორინთელი და გიორგი მელაძე, რომლებიც რუსმა სამხედროებმა 2023 წლის 24 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის ეკლესიიდან გაიტაცეს. ეკლესია საოკუპაციო ხაზს მიღმაა მოქცეული.
ცხინვალის ციხეში რჩებიან ასევე ლაშა ხეთერელი, პეტრე კალაშნიკოვი და გიორგი მოსიაშვილი. ლიახვის ხეობიდან დევნილი ლაშა ხეთერელი საოკუპაციო რეჟიმს უკვე მერვედ ჰყავს დაკავებული. ბოლოს ის 5 ივლისს, ოკუპირებულ სოფელ დისევთან დააკავეს. მანამდე ხეთერელს ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში წელიწადზე მეტი აქვს გატარებული. მას ნათესავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰყავს. თვითონ 2008 წლის ომის შემდეგ შაუმიანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. სოფელ პერევის მცხოვრები გიორგი მოსიაშვილი რუსმა სამხედროებმა 2023 წლის 31 ოქტომბერს სოფელ სინაგურის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. პეტრე კალაშნიკოვის დაკავების შესახებ დეტალური ინფორმაცია გასაჯაროებული არ არის.
