რუსთავის მერიამ საკრებულოს სასამართლოში უჩივლა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ქალაქ რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს, მერიის მიერ წარდგენილი საკითხები სხდომაზე განსახილველად არ გააქვს და დასაბუთების გარეშე უკან აბრუნებს. ამის გამო რუსთავის მერიამ საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამჟამინდელი საკრებულო, ფუნქციონირებას შეუდგა, რუსთავის მერია, ქალაქის განვითარებისთვის საჭირო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პარალელურად, სისტემატურად იბრძვის იმისთვის, რომ საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრები, მავნებლური უმოქმედობის რეჟიმიდან გამოიყვანოს და საკრებულოს თავისი ფუნქცია დაუბრუნოს. ძალიან მნიშვნელოვან სიახლეებს ვგეგმავთ მომავალი წლისთვისაც და ამ ფონზე, ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს გადაყოლილი, ფუნქციადაკარგული საკრებულო, ქალაქს სერიოზულ ზიანს მოუტანს. იძულებული გავხდით სასამართლოსთვის მიგვემართა. როცა ქალაქში რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ხელოვნურად ფერხდება, ჩვენ ვალდებულნი ვართ ყველა კანონიერი ბერკეტი ავამოქმედოთ და ეს უპრეცედენტო მავნებლობა დავასრულოთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა.

მერია ითხოვს, საკრებულოს სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის კომისიას დაევალოს დადგენილ ვადებში განიხილოს და საკრებულოს სხდომებზე გაიტანოს მერიის პროექტები, რომლებიც მშენებლობებს ეხება.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ნოდარ შეროზიას განცხადებით, მერი ვერცერთ შემთხვევას ვერ დაასახელებს, როცა საკრებულომ ხელი შეუშალა რომელიმე პროგრამის განხორციელებას ან ბიუჯეტში ცვლილებების მიღებას, თუმცა როცა საქმე დეველოპერების ინტერესების დაკმაყოფილებას ეხება, პრობლემები მაშინ ჩნდება.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ჟურნალისტებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე აჩვენა, რომელიც მისი თქმით, რეაბილიტაციის პროცესში ჩამოინგრა, მაგრამ მერიამ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას მილიონ ლარზე მეტი მაინც გადაუხადა.

რუსთავის საკრებულოს 35 წევრიდან მხოლოდ 16 დეპუტატი წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“ - მმართველი პარტია უმცირესობაშია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).