საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ბრძანებით, ე.წ. უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის აღსრულების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი და დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა შეიქმნა. ახალი უწყების სტრუქტურული ერთეულებია რეგისტრაციის და დეკლარირების მონიტორინგის სამსახურები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
ბრძანების მიხედვით, სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსი (მისი მოვალეობის შემსრულებელი) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირია.
დეპარტამენტის ამოცანებია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და საჯაროობის უზრუნველყოფა, აგრეთვე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა.
მინისტრის ბრძანებით დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები შემდეგნაირად არის განსაზღვრული:
- უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;
- „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა;
- უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
- შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტლის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
- დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად თქვა, რომ 1-ელი აგვისტოდან ორგანიზაციებს „უცხოური გავლენის გამტარებელებად“ რეგისტრაცია შეუძლიათ.
„რაც შეეხება [რუსული] კანონის ამოქმედებას, ყველა ვადა მითითებულია კანონში, თქვენ ეს კარგად იცით და 1-ელი აგვისტოდან, ორგანიზაციებს, რომლებიც კრიტერიუმებში ექცევიან, შეუძლიათ განაცხადების გაკეთება... თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ანუ, არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, კანონში არის გაწერილი შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს 25 ათასი ლარით დაჯარიმებას“, - განაცხადა ბრეგაძემ.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა და მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 28 მაისს პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო. კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელებად“ აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტია.
ორგანიზაციებმა ე.წ. აგენტების რეესტრში რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წერილობითი განცხადებით ერთი თვის ვადაში, აგვისტოს ბოლომდე უნდა მიმართონ. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს 25 000 ლარით დაჯარიმებას. კანონი იუსტიციის სმაინისტროს მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის დამატებით ითვალისწინებს ორგანიზაციების 10 000 და 20 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო კანონის მოქმედებას არ შეაჩრებს, სანქციების ნაწილი 3 სექტემბრიდან ამოქმედდება.
ამ თემაზე:
ტურავას თქმით, რუსული კანონზე კონსტიტუციურ სარჩელებს „გონივრულ ვადებში“ განიხილავენ
