შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით 13 ადამიანი დააკავა. მათ პოლიციელთა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. დაკავებულთა შორისაა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც სასტიკად არის ნაცემი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 2 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 3 შსს ოზურგეთში მომხდარზე: სუს-ის თანამშრომელმა იარაღი ამოიღო, მაგრამ არ გამოუყენებია
- 4 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 5 საპროცესო შეთანხმების შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა
- 6 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსული კანონის დამტკიცების პროცესის პარალელურად, პარლამენტთან ასობით ნიღბიანი თანამშრომელი ჰყავდა მობილიზებული. სპეცრაზმელები და პოლიციელები აგინებდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს, ურტყამდნენ და წიწაკის სპრეის ასხამდნენ.
„პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა დაიწყეს რუსთაველის გამზირზე მდებარე საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება და შედეგად მოახერხეს პარლამენტის ტერიტორიაზე შეღწევა. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაზე საღებავებით გააკეთეს სხვადასხვა სახის წარწერები. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების პროტესტი, სრულად გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციას, მათი მიმართულებით ისროლეს ბლაგვი საგნები და საღებავები, საავტომობილო გზაზე რკინის კონსტრუქციები განათავსეს.
„პარლამენტის შენობაში უნებართვო შეჭრის აღკვეთის და საზოგადოებრივი მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცველებმა გამოიყენეს, კანონით დადგენილი პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები“, - აღნიშნეს სამინისტროში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, აქციას მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა და კვლავ აქვს მშვიდობიანი ხასიათი, თუმცა ამის მიუხედავად, საპოლიციო ძალებმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიწყეს აქციის დარბევა ძალადობრივი მეთოდებით, მათ შორის, სპეციალური საშუალებების გამოყენების წესის დარღვევით.
