ანტისაოკუპციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე რამდენიმე საათის წინ დააკავეს, სასტიკად არის ნაცემი. თავსა და სახეში სხეულის მრავლობითი დაზიანებებით ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია უტარდება. მას ცხვირი და სახის ძვლები აქვს დამტვრეული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
„დალეწეილი ვარო. დაარეკინეს ჩამთან. ძალიან ნაცემია, თავში აქვს დაზიანებები“, - ამბობს ქაცარავას მეუღლე სოფო ხაჭაპურიძე.
დავით ქაცარავა სპეცრაზმიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა და განცხადებას აკეთებდა, როდესაც რობოკოპები მივარდნენ და დააკავეს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გაიყვანეს სამოქალაქო აქტივისტი კორდონს მიღმა. რამდენიმე საათის განმავლობაში მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.
რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური დანიშნულების რაზმისა და სხვადასხვა დანაყოფის ასეულობით თანამშრომლის გარდა, რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლის მანქანებიც გამოიყვანა. შსს-ში განაცხადეს, რომ აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და „მიიღო ძალადობრივი ხასიათი“, რის მაგალითადაც პარლამენტის შენობასან განთავსებული რკინის ჯებირის დაზიანება დაასახელა.
„საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოვიყენეთ“, - განაცხადეს შსს-ში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, აქციას მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა და კვლავ აქვს მშვიდობიანი ხასიათი, თუმცა ამის მიუხედავად, საპოლიციო ძალებმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიწყეს აქციის დარბევა ძალადობრივი მეთოდებით, მათ შორის, სპეციალური საშუალებების გამოყენების წესის დარღვევით. ორგანიზაცია სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს მოუწოდებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელ აქციაზე 13 ადამიანი დააკავეს.
