შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც პარლამენტთან დიდი რაოდენობით არიან მობილიზებულები, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს აკავებენ. დაკავებულთა შორის არიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი დავით ქაცარავა და პატიმრობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული ლაზარე გრიგორიადისიც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
დავით ქაცარავა სპეცრაზმიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა, განცხადებას აკეთებდა, როდესაც რამდენიმე რობოკოპი მივარდა და დააკავა. მოქალაქეს, რომელიც ამ ყველაფერს იღებდა, სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს.
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ჰყვება, რომ ლაზარე გრიგორიადისის დაკავებას შეესწრო:
„დაინახეს, რომ ლაზარე იდგა ყველაზე უწყინრად, ყველაზე მშვიდად - ყველა უწყინრად იყო, მაგრამ ვიღაცას შეძახილი ჰქონდა - გამოვიდნენ ლაზარეს მოკიდეს ხელი და შეათრიეს. პირდაპირ იცოდნენ, ვინ უნდა დაეჭირათ და შეეყვანათ შიგნით“.
ლაზარე გრიგორიადისის დაკავებას მისი დედაც ადასტურებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუვრცელებია ინფორმაცია, რამდენი ადამიანია დაკავებული და რა საფუძვლით.
რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევა დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფთან ერთად რუსთაველის გამზირზე გამოყვანილია წყლის ჭავლის მანქანებიც.
შსს-ს განცხადებით, აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და „მიიღო ძალადობრივი ხასიათი“, რის მაგალითადაც უწყება პარლამენტის შენობასან განთავსებული რკინის ჯებირის დაზიანებას ასახელებს.
„საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა“, - აცხადებს შსს და აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, „დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს“.
